burzgla
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 12996
წევრი No.: 32159
რეგისტრ.: 28-March 07
|
#51930696 · 2 Jan 2018, 21:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წყალბადი ქიმიური ელემენტი ატომური რიცხვით – 1 და ატომური მასით – 1,00794. მისი ქიმიური სიმბოლოა H. ბუნებრივი წყალბადი შედგება ორი სტაბილური ნუკლიდისაგან მასური რიცხვით 1,007825 (99,985% შენაერთში) და 2,0140 (0,015%–ში). აგრეთვე ბუნებრივ მდგომარეობაში წყალბადის შემადგენლობაში შედის რადიოაქტიური ნუკლიდის – ტრითიუმის მცირედი რაოდენობა. წყალბადს მიაკუთვნებენ ელემენტთა, როგორც პირველ ჯგუფს (ტუტე ლითონებს), ასევე მეშვიდე ჯგუფს (ჰალოგენებს).
ჯერ კიდევ XVI საუკუნეში, ქიმიის როგორც მეცნიერების ჩამოყალიბების ხანაში აღმოჩენილ იქნა, რომ ლითონებისა და მჟავების ურთიერთქმედებისას გამოიყოფა ადვილად აალებადი აირი. 1766 წელს ეს აირი გამოიკვლია ინგლისელმა მეცნიერმა ჰენრი კავენდიშმა. მან შეამჩნია, რომ წვის შედეგად აირიდან მიიღება წყალი, მაგრამ მეცნიერი ფლოგისტონის თეორიის მიმდევარი იყო, რამაც მას სწორი დასკვნების გამოტანაში ხელი შეუშალა.
1783 წელს, სპეციალური გაზომეტრების გამოყენებით ანტუან ლავუაზიემ და ჟან მენიემ მოახდინეს წყლის სინთეზი, ხოლო შემდეგ კი მისი ანალიზი. ცდების შედეგად მეცნიერებმა დადგინეს, რომ ჟანგბადი წყლის შემადგენლობაში შედის. 1787 წელს ლავუაზიე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წყალბადი წარმოადგენს ქიმიურ ელემენტს და უწოდა მას hydrogène (წყლის წარმომქმნელი; ბერძ. ὕδωρ (hudôr), „წყალი“ და γεννᾰν (gennen), „წარმოქმნა“). წყლის შედგენილობის დადგენამ საბოლოოდ დაანგრია "ფლოგისტონის თეორია", რამაც დიდი როლი ითამაშა ქიმიის განვითარებაში.
მე–18 და მე–19 საუკუნეთა მიჯნაზე დადგინდა, რომ ქიმიურ ელემენტებს შორის, წყალბადის ატომს გააჩნია ყველაზე მცირე მასა, რის გამოც ეს სიდიდე ეტალონად იქნა მიჩნეული.
წყალბადი შეიძლება არსებობდეს ორ ფორმაში (მოდიფიკაციაში) — ორთო- და პარა- წყალბადები. ორთოწყალბადის მოლეკულაში o-H2 (დნ. ტემპ. −259,10 °C, დუღ. ტემპ. −252,56 °C) ბირთვული სპინები მიმართულია ერთნაირად (პარალელურად), ხოლო პარაწყალბადს p-H2 (დნ. ტემპ. −259,32 °C, დუღ. ტემპ. −252,89 °C) — ერთმანეთის საწინააღმდეგოდ (ანტიპარალელურად). o-H2 და p-H2 გაწონასწორებული ნარევს მოცემული ტემპერატურის დროს ეწოდება გაწონასწორებული წყალბადი e-H2.
პარა-წყალბადის გაწონასწორებული მოლური კონცენტრაცია წყალბადის მოდიფიკაციის დაყოფა შეიძლება ადსორბციით აქტიურ ნახშირზე თხევადი აზოტის ტემპერატურაზე. ძალიან დაბალ ტემპერატურებზე ორთო და პარაწყალბადებს შორის წონასწორობა თითქმის მთლიანად გადახრილია უკანასკნელის მხარეს. 80 К ტემპერატურისას ფორმების შეფარდება მიახლოებით 1:1 არის. დესორბირებული პარაწყალბადი გახურებისას გარდაიქმნება ორთოწყალბადად გაწონასწორებული ნარევის წარმოქმნით ოთახის ტემპერატურაზე (ორთო-პარა: 75:25). კატალიზატორის გარეშე გარდაქმნა მიმდინარეობს ნელა (ვარსკვლავებს შორის გარემოს პირობებში — დამახასიათებელი დროდადრო კოსმოლოგიურიც კი), რაც იძლევა ცალკეული მოდიფიკაციის შესწავლის საშუალებას.
წყალბადი — ყველაზე მჩატე აირია, ის ჰაერზე 14,5-ჯერ მჩატეა. ნათელია, რომ რაც უფრო ნაკლებია მოლეკულის წონა, მით უფრო მაღალია სიჩქარე ერთი და იგივე ტემპერატურაზე. წყალბადის როგორც ყველაზე მჩატე მოლეკულები მოძრაობენ ყველა სხვა მოლეკულებზე სწრაფად და ამის გამო მას შეუძლია უფრო სწრაფად გადასცეს სითბო ერთი სხეულიდან მეორეს. აქედან გამომდინარეობს ის, რომ წყალბადი ფლობს ყველაზე მაღალ თბოგამტარობას აიროვან ნივთიერებებს შორის. მისი თბოგამტარობა შვიდჯერ უფრო მაღალია ვიდრე ჰაერის თბოგამტარობა.
წყალბადის მოლეკულა ორ ატომიანია — Н2. ნორმალურ პირობებში სიმკვრივეა 0,08987 გ/ლ, დუღულის ტემპერატურაა −252,76 °C, წვის კუთრი სითბო 120.9×106 ჯ/კგ, ნაკლებად ხსნადია წყალში — 18,8 მლ/ლ. წყალბადი კარგად იხსნება ბევრ ლითონში (Ni, Pt, Pd და სხვა), განსაკუთრებით პალადიუმში (850 მოცულობა 1 მოცულობა Pd-მზე). წყალბადის ხსნადობასთან ლითონებში დაკავშირებულია მისი უნარი დიფუნდირებისა; ნახშირბადიანი შენადნობების დიფუზიას (მაგალითად, ფოლადი) ზოგჯერ თან ახლავს შენადნობის დაშლა წყალბადისა და ნახშირბადის ურთიერთქმედების შედეგად (ეგრეთ წოდებული დეკარბონიზაცია). პრაქტიკულად არ იხსნება ვერცხლში.
წყალბადის ფაზური დიაგრამა თხევადი წყალბადი არსებობს მეტად ვიწრო ტემპერატურულ ინტერვალში −252,76-დან −259,2 °C-მდე. ეს არის უფერო სითხე, ძალიან მჩატე (სიმკვრივე −253 °C ტემპერატურისას არის 0,0708 გ/სმ³) და დენადი (სიბლანტე −253 °C ტემპერატურისას 13,8 სპუაზი). წყალბადის კრიტიკული პარამეტრები ძალიან დაბალია: ტემპერატურა −240,2 °C და წნევა 12,8 ატმ. ამით აიხსნება წყალბადის გათხევადობის სიძნელეები. თხევად მდგომარეობაში გაწონასწორებული წყალბადი შედგება 99,79 % პარა-Н2, 0,21 % ორთო-Н2 წყალბადისაგან.
მყარი წყალბადი, დნობით ტემპერატურა −259,2 °C, სიმკვრივე 0,0807 გ/სმ³ ( −262 °C ტემპერატურაზე) — თოვლისმაგვარი მასა, კრისტალები ჰექსოგონალური სინგონია, სივრცული ჯგუფი P6/mmc, უჯრედის პარამეტრი a=3,75 c=6,12. მაღალი წნევის დროს წყალბადი გადადის ლითონის მდგომარეობაში.
--------------------
ბანკში აპარატს შეკითხვა რო გამოაქვს დამთავრება და ქვითრის ბეჭდვა და ქვითრის ბეჭდვას რო აძლევენ ქვითარს არ იღებენ და დაბლა ვარდება აი მაგათი დედა #### კიდე აპარატთან დოხუია ჩეკები რო ყრია ხოლმე facepalm.gif
|