Qumsoეგ რა შუაშია, სათაურშივე გიწერია მაინინგისთვის გამოდგებაო და დატესტილი თუ არ გაქვს, ტყუილად არც უნდა მიაწერო
მასე ჩემგან ბევრჯერ წაუღიათ ეგეთი ბრენდი პლატები, რომლებიც მერე აღმოჩნდა თურმე მაინინგისთვის უნდოდათ (ზოგს გამოადგა, ზოგს არა), ერთმა დაჟე ქუთაისში წაიღო და მერე მირეკავდა არ გამომადგა და უკან უნდა დაგიბრუნოვო, ხოდა შესაბამისი პასუხიც მიიღო
სლოტების რაოდენობა არ ნიშნავს იმას რომ ყველა ერთდროულად იმუშავებს, ან საერთოდ იმუშავებს იმ კარტებზე რომლებსაც მაინინგზე იყენებენ
აგერ მე ბოლო 2 კვირაა ვცდილობ 5 სლოტიანი პლატა ვიშოვო რომელიც ყველა სლოტში ჩართავს ვიდეოკარტას, 2 ცალი 1151 სოკეტის პლატაც ვცადე მაგრამ არცერთმა არ ჩართო 4-ზე მეტი, მიუხედავად იმისა რომ 5 სლოტი + M.2 და კიდევ რაღაცეები ჰქონდა, და საკმაოდ ცნობილი ფირმის პლატები იყო ორივე... 1155 სოკეტზე კიდევ უფრო რთულად არის საქმე, განსაკუთრებით ბრენდ პლატებზე
This post has been edited by PAINKILLER on 28 Dec 2017, 20:12