ცოტახნისწინ მოვედი სახლშო და ჯერ კიდევ ემოციებში ვარ, არივიცი რა, ძალიან იმოქმედა ჩემზე, განვიცადე სერიოზულად
სანაპიროზე იუსტიციამდე არმისული ასე 300 მეტრით ადრე, ჯერ კიდევ გორაკი რო მთავრდება მარჯვენა მხარეს მანდ მოხდა საშინელი ავარია, მეგობრის მანქანით ვიყავით გასულები რაღაცაზე
ძლიერად წვიმდა ძაან, დიდი სამგზავრო ავტობუსი მიდიოდა რამოდენიმე მანქანით წინ, აი ისეთები რა ორთაჭალის ავტოსადგურში რომ ჩერდებიან, ხალხი გადაყავდა მოკლედ.
საპირისპირო მიმართულებიდან კიდევ მოსკვიჩი შემოვიდა აშკარად მაღალი სიჩქარით მოსახვევში, მანდ რესკი მოსახვევი ვაფშეარაა მაგრამ მაინც მოსრიალდა მანქანა და ავტობუსს შეეჯახა,
მოსრიალებულზე გვერდულად დაარტყა ავტობუსის ცხვირს, მერე ინერციისგან დაბზრიალდა და მეორე მხარეს უკვე განათების ბოძს შეასკდა, საშინელი სანახავი იყო..
თვალებიდან არამომდის ეხლაც. ავტობუსში ხალხს არაფერი მოსვლია, პატრული გაჩნდა საიდანღაც ძალიან მალე და გადაკეტა მოძრაობა, სასწრაფოც მალევე მოვიდა სხვათაშორის,
მანამდე მისვლა გვინდოდა რო გვენახა იქნება სუნთქავდა ვინმე ან მოძრაობდა მარა არ მიგვიშვეს, პატრული ამოწმებდა თვითონ, როგორც დავინახე მგონი 3 ადამიანი იყო ამ მოსკვიჩში, ძალიან საზარელი კადრები იყო მართლა. ავტობუსიდანაც მგზავრები ჩამოვიდნენ, ღელავდა ყველა იმაზე რომ გადარჩნენ თუარა მოსკვიჩში მყოფი ადამიანები. 2 მანქანით მოვიდა სასწრაფო გადმოცვივდნენ ექმიები,
მანქანა ნახევარიღა იყო დარჩენილი, გვერდიდან სულ შესული შიგნით, ერთი მგზავრი უკანა ფანჯრიდან იყო ნახევრად გადმოვარდნილი და მანქანის უკანა ნაწილზე ეგდო ისე, დანარჩენი ორი მიჭყლეტილი იყო ერთმანეთზე მანქანის იმ მცირე ნაწილში რა სივრეცეც დარჩენილი იყო შიგნით. ექიმები შინგით ვერ შედიოდნენ რო შეემოწმებინათ ვინმე თუ გადარჩა, მერე ერთი ფანჯრიდან გადაწვდა და ისე გასინჯა, ის მგზავრიც გასინჯეს ნახევრად რომ იყო მანქანიდან გადმოვარდნილი, სამწუხაროდ ვერავინ გადარჩა..

ერთერთმა საშუალო ასაკის ექიმმა თავში ხელი ძალიან ემოციურად შემოირტყა ყველა რომ გარდაცვლილი აღმოჩნდა, ძალიან წუხდენ და განიცდიდნენ ექიმებიც.. სამაშველოს ელოდებოდნენ ვერ გამოყავდათ ვერავინ მანქაანიდან, მერე უკვე პარტრულმაც აღარ გაგვაჩერა და მანქანის გაყვანა მოგვთხოვა, წამოვედით მე და ჩემი მეგობარი ძაან ემოციებში და ძაან ცუდად მყოფები ორივე, ის არ გვაკლდა რაც ვნახეთ და ორთაჭალის გადასახვევთან კიდე ერთი ავარია დაგვხვდა

სულ სისხლიანი იყო ტიპი მაგრამ მგონი ცოცხალი იყო, სასწრაფო სინჯავდა მანქანაშივე და მოძრაობდა აშკარად.
მოკლედ იმისი თქმა მინდა რომ არვიცი რასჭირს ამხალხს, მესმის შემთხვევითობისგან არავინ არაა დაცული მაგრამ ფაქტია სიცოცხლეს ბევრი არ უფრთხილდება.. არადა წამია ყველაფერი, არასოდეს არიცი რამოხდება, მოსკვიჩით ძლიერ წვიმაში მაღალი სისწრაფით 3 ადამიანი რომ ზის მანქანაში, ხომ ცოტა უფრო მეტი გაფრთხილება მართებს მძღოლს რომ სახლში მივიდეს მშვიდობით, რამდენი შემთხვევა ხდება ესე ყოვლედღე არივიცი, ფაქტია 1 საათში ორს მეთვითონ შევესწარი, ახლა კი ძალაინ ცუდი ახალი წელი გაუნთენდებათ გარდაცვლილების ოჯახებს, წარმომიდგენია რა საშნელება იქნება..
გავუფრთხილდეთ იქნებ ყველანი ცოტა უფრო მეტად საკუთარ თავებს და რაცმთავარია ჩვენს გარშემო მყოფებს, საყვარელ ადამინებს, სულ ერთხელ ვცხოვრობთ და ძალიან ბევრი რამ გვაქვს დასაკრგი.
This post has been edited by andrex on 31 Dec 2017, 03:40