ყველას გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს.
------------
რა არ მიმჩნია სწორად იცით ამ აპლიკაციის ფუნქციონალურ დატვირთვაში? ის პირიქით უშუალობას აკარგვინებს ადამიანებს.
სიბნელეში შეგვიძლია ერთმანეთს ვუთხრათ ის, რასაც სინათლეში ვერ ვბედავთ? მეგობრებს და კოლეგებს პირისპირ ვერ ვეკონტაქტებით და ანონიმურ ვირტუალურ რეალობას ვიყენებთ? რატომ? რა საჭიროა შეტყობინებების დაგზავნა ხელმოუწერლად?
არასერიოზულ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად ვთვლი ამ ტიპის ურთიერთობას.
მითითებულია არსებული ფოსტა,? მისწერე.
გაქვს ტელეფონი? დაურეკე.
იცი მისამართი? ეწვიე.
ხოლო თუ არ იცი, ე.ი. არც არის საჭირო რომ იცოდე.
ჩემთვის პირისპირ საუბარი შეუცვლელია. ეხლა მითხარით, тет-а-тет, вдвоём, с глазу на глаз ურთიერთობას რომელი სოციალური ანონიმური ქსელი შეედრება?
სხვა საქმეა კოლეგებთან და საზოგადოებასთან საჯარო მიმოწერა, საინფორმაციო ურთიერთგაცვლა საკონფერენციო კავშირის მსგავსად. მაგრამ აქ ანონიმურობას აზრი ეკარგება.
ამიტომ ჩემს მონაცემებს ვაქვეყნებ მხოლოდ საქმიანი კომუნიკაციისთვის, რაც არის კიდეც ვირტუალური სივრცის დანიშნულება.
https://lorrainewarren.sarahah.comპირადი ხასიათის შეტყობინებები (თვითგამორკვევა, ურთიერთობების გარჩევა, ინტრიგანობა, ლიბიდოს ხარჯვის მცდელობები და ა.შ.) დარჩება უპასუხოდ.
This post has been edited by رخشانه on 28 Aug 2018, 23:47