konti
bruno konti

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4902
წევრი No.: 21847
რეგისტრ.: 20-July 06
|
#51937475 · 4 Jan 2018, 09:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს თემა იყო გახსნილი, მაგრამ ადმინს არ მოეწონა სათაური....
ქართველები ყველაზე მეტად იმპულსურები ვართ ამა თუ იმ სოციალური ფენომენის მიმართ, რომელსაც თუნდაც რუტინული ერთფეროვნების შეცვლა ძალუძს... ერს რაც უფრო მეტად ახასიათებს, გამოკვეთს კულტურული რევოლუციური პოსტულატები რუტინული ერთფეროვნების შეცვლის მოთხოვნილება მით უფრო ეზრდება, მით უმეტეს როცა აკრძალვის რეჟიმი ამ ყველაფერს ასტიმულირებს წლობით....არაა გასაკვირი, რომ აპეტიტი დროში ძალიან გაიზარდა და იმხელა გახდა, საზოგადოების ყველაზე მეტად განვითარებული ნაწილის 90%-ზე მეტი ჩაითრია, რაც შემდეგ ეროვნულ მოძრაობაში გამოვლინდა და დღესდღეობით კი მხოლოდ წმინდა მატერიალური ანგარებით იმართება და დროდადრო მხლოდ არაპოპულარულ იდეებს უკავშირებენ, ვინაიდან სხვა სოციალური იდეა საბაზრო ეკომონიკის პირობებში უბრალოდ მკვდრია. უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა პერიოდისათვის მმართველი წრეების დოგმატურმა იდიოტიზმმა (რაც მეტწილად ცკ-ს მდივნებიდან მომდინარეობდა) უფრო დიდი მსხვერპლი მოიტანა ვიდრე ამ დოგმების აღმოფხვრას მოჰყვა...სწორედ ასეთმა დამოკიდებულებებმა განაპირობა ამერიკული „თავისუფლებისადმი“ სწრაფვა, (თვითმფრინავის იდიოტი ბიჭების გაჩენა, რომლებიც ყველაფრით უზრუნველყოფილნი იყვნენ) რაც შემდეგში სპეცდანიშნულების მიერ დამუშავებას დაექვემდებარა... ხშირ შემთხვევაში დოგმების აღმოფხვრის მოტივაცია რელიგიური განზომილებების შემცირების მოტივებით იყო განპირობებული, რაც თავისთავად უდიდეს ფუნდამენტურ შეცდომას ეფუძნებოდა და ეს ფუნდამენტური შეცდომა ძირითადი მიზეზი გახდა რაციონალური სოციალური იდეის დისკრედიტაციისა..ერთერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ვისოცკის კონცერტების აკრძალვა, რომელიც მხოლოდ არსებულ იარებს ხდიდა ფარდას, თუნდაც კარატეს აკრძალვა და სხვა...ფუნდამენტურ შეცდომაზე ცოტა ქვემოთ უფრო დეტალურად გვექნება საუბარი... საქართველოს ისტორიაში ძალიან მწირი ინფორმაციაა დავითის მმართველობის პირველი წლების შესახებ... განსაკუთრებით ჭყონდიდელის მოღვაწეობაზე, რომელმაც ქვეყანაში აუცილებელი კულტურული და სოციალური რეფორმები განახორციელა, რასაც იმდროინდელი მისი კოლეგები მრავლად შეეწირა. არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იყო მიზეზი რუის-ურბნისის კრებისა, თუმცა გვაქვს მოსაზრებები, რომ იმდროინდელი სამღვდელოება ფაქტიურად გამოვიდა ქვეყნის გაერთიანების იდეიდან და სახელმწიფოში სრული ავტონომიით სარგებლობდა. ქვეყანა დადგა სრული განადგურების წინაშე, ხაზინაში თანხები არ შედიოდა, რეგულარული არმია ფაქტიურად არ არსებობდა და ამის ერთერთი მიზეზი მაშინდელი სამღვდელოება იყო. (დღევანდელი სამღვდელობაც სამწუხაროდ ნელნელა ამ კონდიციებში შედის, რასაც უბრალო ადამიანური ბუნება უწყობს ხელს... როგორც ერთმა დეკანოზმა შემომჩივლა თავის X5-ზე - რა ვქნა ნაჩუქარია და იმიტომ მყავსო, არადა ვისგან და რა ანგარებით იყო ნაჩუქარი ღმერთმა იცის, როცა ამ დროს ფეხით მოსიარულე მამა გიორგიც ვიცით...მხოლოდ ამ მოტივს რომ დავეყრდნოთ)..დღესაც უნდა განხორციელდეს იგივე, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ნეიროქირურგიული სიზუსტით და კვლავ არ განმეორდეს საუკუნისწინანდელი შეცდომები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. არც დანტეს, არც ბალზაკს და მითუმეტეს არც დოსტოევსკის არ შეუქმნია იმაზე დიდი რაც ადამიანთა მოდგმისათვის ყველაზე სანუკვარი და გამაერთიანებელი მუდმივი წყაროა სახარების სახით (სხვა რელიგიებს ამ შემთხვევაში არ ვეხები, ვინაიდან ყველა მათგანს აქვს ამ სახის იდეოლოგიური საწყისი, ხოლო ჩემი ღრმა რწმენით ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაშია და ყველა არსებულს იტევს).. რატომაა ეს იდეა ფიქსი ადამიანთათვის, იმიტომაც, რომ ამქვეყნიური მიწიერი ცხოვრება ამოწურვადია და ადამიანს ახასიათებს მიწიერი ცოდვებისადმი სინდისის ქენჯნა, რომელიც სიკვდილის მოახლოებასთან ერთად მწვავდება და შინაგანად ითხოვს სულიერ განწმენდას, ხოლო სულის უკვდავების იდეა განუმეორებელია და ადამიანს ვერავინ ვერ წაართმევს ამ სულიერ შანსს ხელიდან, თუნდაც ბუტაფორიულს ჩვენი თვალთახედვის და ცნობიერების არეალიდან გამომდინარე, მით უმეტეს როცა ჩვენ არ ვიცით ჩვენი წარსული, ხოლო აწმყოსათვის და ადამიანთა, თუნდაც ფსიქიკისათვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია...ამიტომაც დედამიწაზე არ იქნება არასოდეს ათეისტების უპირატესი სიმრავლე (სანამ სიკვდილი არ დამარცხდება იმ დონემდე, როცა ნაღმზე აფეთქებულ, გამქრალ ადამიანს კვლავ ხორციელ რეაბილიტაციამდე არ მივიყვანთ) ... აქ გვაქვს მეორე ადამიანთათვის მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც ჩვენი სოციალური ფორმაციისთვის დამამთავრებელი ეტაპია და ეყრდნობა მარქსის მატერიალისტურ დიალექტიკურ მოძღვებას.. უნდა ითქვას, რომ მარქსს ერთპიროვნულ ასპექტში არ მიუღწევია ამ დონისათვის..ის დაეყრდნო მისი წინამორბედების თეორიებს.. ანუ ადამიანთა მოდგმის სოციალური ჰარმონიზაციისათვის ყველაზე ოპტიმალურ რეალობას წარმოადგენს მატერიალური დიალექტიკური განვითარება, რომელსაც პრინციპში არც სჭირდება თეორიები და დოქტრინები.. (ჩემის აზრით აუცილებელია შესწავლილი იქნას სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების სისტემატიზაცია ამ საკითხისადმი, რომელიც თავისმხრივ მტკივნეულია სოციუმისათვის, მაგრამ დიდი კონფრონტაციები არ მოუთხოვია და მიზეზ-შედეგობრივი კავშირურთიერთობებით ცივილიზებული წესებით მიდის იმ სრულყოფამდე რასაც დიალქტიკა ქადაგებს, (ფაშიზმი სხვა ფენომენია და სხვა საწყისები აქვს) ხოლო განვითარებადი ქვეყნების ბედი სხვაგვარია ამ ასპექტში, რადგანაც აქ ჩართულია ერთპიროვნული იმპერიალიზმის საცეცები, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს ვერ ვნებს, რადგან მათ უკვე იპოვეს ავტომატური გაუვნებელყოფის მექანიზმები სტიქიურად, ობიექტურ თუ სუბიეტურ რეალობაზე დაყრდნობით)... აქ მივედით ყველაზე საინტერესო გზაგასაყართან... ალბათ მეტწილად სუბიექტურ-მორალურ ან პროვოკაციულ გეგმებზე დაყრდნობით ეს ორი ზემოთმოყვანილი ბუნებრივი სუბსტანცია, რომლის გარდა დედამიწაზე არაფერი ღირებული ადამიანთათვის არ არსებობს ერთმანეთს დაუპირისპირეს (იმის ნაცვლად, რომ მუდმივი ადამიანური ფასეულობებისა და სოციალური განვითარების პოსტულატების სინქრონიზაცია მოეხდინათ....არადა სოციალიზმის თეზისები და ათი მცნება იდენტურია და ერთი და იგივე არსს შეიცავს) ... იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ეკლესიის მსახურნი წარმოადგენდნენ კლასობრივ მტრებს და რეავოლუციამ ისინი იმსხვერპლა როგორც კლასობრივი მტრები და ამაში არაფერია გასაკვირი და საეჭვო...ხოლო თეორეტიკოსები კი უშედეგოდ შეეცადნენ ადამიანებისათვის წაერთმიათ სულიერი საზრდო, რომელიც წარმოიშვება სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე, რასაც ადამიანური ბუნება არასდროს არ შეელევა, ვიდრე აირსებებს... ყველაზე დიდი სიბრიყვე კი ამ სფეროში ბერკეტების ხელიდან გაშვება და პირიქით დაპირისპირება გახლდათ ანუ ჭკუათმყოფელი მმართველი ასეთ კავშირს უფრო გაამყარებდა თუნდაც ათეისტი ყოფილიყო... არადა ჩვენ ვხედავთ მსგავსებას.. იმის შემდეგ რაც სსრკ დაშალეს, მის შემდეგ ყველაზე დიდ მტრად მართლმადიდებლობაა აღიარებული, რომელიც ყველაფერთან ერთად ერთიანობის ყველაზე დიდი ბანაკია, რასაკვირველია ამ ბანაკის ხელში ჩაგდებაც რომ სურთ არ უნდა იყოს გასაკვირი... ჩვენ სხვა რამეც გვახსოვს... სტალინმა შეუკვეთა გიორგი სააკაძე, დავით გურამიშვილი და ყაზანის ღვთისმშობლის ხატი.. ამ შემთხვევაში მარქსის დოგმატიკა არაფერ შუაში არ ყოფილა...ანუ დასკვნა არის ის, რომ დიალექტიკური სწავლება უნდა იყოს ჩვენი მიწიერი ცხოვრების მეგზური და გზამკვლევი ამ ლაბირინთებში, ხოლო მომაკვდავ ადამიანს მარქსის კაპიტალს ვერ წავუკითხავთ, არამედ სულის ცხონებისთვის შანსი უნდა მივცეთ სახარებისეული მცნებებით.... ამავე დროს ორივე იდეა ფიქსი სინქრონულად უნდა ახდენდეს ადამიანის გაკეთილშობილებას მატერიალურად და სულიერად... ამას დავამატებ იმასაც, რომ განვითარების ამ ეტაპზე ზემოთხსენებული სინქრონიზაცია მიმდინარეობს და მასში მონაწილე ორთოდოქსი ათეისტების ადგილი არ ჩანს, რაც იძლევა იმის იმედს, რომ საბედისწერო შეცდომები არ უნდა მოხდეს...
|