0.014-ზე ვიყიდე მგონი.
ვნახოთ შევხედავ თანდათან და მინიმალურ სტავკას ვიტყვი როდის გავყიდი

10ცენტის იმედად არ მიყიდია ნაღდად უფრო მეტის იმედი მაქვს.
* * *
➡️ RDD არის დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, რომელიც ასევე ცნობილია სოციალური ვალუტის სახელით. RDD არის შექმნილი სოციალური ქსელებისთვის, მისი ინტეგრაცია იგეგმება ისეთ სოც. ქსელებში როგორებიცაა Facebook, Twitter, YouTube და ა.შ.
➡️ ჩვენ შეგვეძლება RDD-ს გადარიცხვა სოც. ქსელების მეშვეობით 0% საკომისიოთი, მისი საშუალებით ჩვენ შეგვეძლება ნებისმიერი პოსტი, ტვიტი, ვიდეო, სიმღერა ან ადამიანი დავ-TIP-ოთ სურვილისამებრ, ზემოთ ჩამოთვლილ სოც. ქსელებში.
➡️ რაც შეეხება RDD მაინინგს, იგი არ მაინინგდება როგორც სხვა ქოინები მაინერების ან gpu ან cpu მეშვეობით, რედქოინის მოსაპოვებლად ჩვენ უნდა ჩამოვტვირთოთ საფულე, აუცილებელია რომ საფულეში გვქონდეს გარკვეული რაოდენობის ქოინები, ამის შემდეგ ჩვენ ასე ვთქვათ ვხსნით საფულეს Unlock Wallet ფუნქციით, ვნიშნავთ გრაფას For Staking Only, ეს ოპერაციები არის სრულიად უსაფრთხო ვერავინ შეძლებს თქვენი მონეტების მისაკუთრებას და ამის შემდეგ გვერიცხება ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის რედქოინი, იმისთვის რომ ჩვენ უბრალოდ ამ ქოინში ვართ და ვღებულობთ მონაწილეობას მის განვითარებაში.
✅ ქოინის ფასი ამ კონკრეტულ მომენტში მერყეობს @110-120 სატოშის ფარგლებში.
✅ ქოინს დეკემბერის თვეში თითქმის 1000%-იანი ზრდა ქონდა.
✅ მიმოქცევაში გვაქვს 28.7 მილიარდი რედქოინი.
✅ კაპიტალიზაცია შეადგენს ნახევარ მილიარდს.
⭕ მოდით გავაანალიზოთ ქოინი რამდენად პერსპექტიულია და რამდენად აქვს მწვერვალების დაპყრობის შანსები.
⭕ ReddCoin-ის All Time High იყო 195 სატოში, რომელიც დაფიქსირდა 24 დეკემბერს ჩვენი მეგობარი ჯონ მაკაფეს ტვიტის წყალობით.
⭕ 2014 წლის შემდეგ ქოინი 3 წლის განმავლობაში იყო დეკემბრამდე ფაქტიურად მიძინებული, ეს ერთი უარყოფითი მხარე ამ ქოინს, ქოინის აღმასვლა უკავშირდება დეკემბრის მარკეტის სიგიჟეს, არ შეიძლება რომ გვერდი ავუაროთ და გამოვრიცხოთ ის ფაქტი რომ შესაძლებელია ქოინის ანალოგიური გაყინვა ვიხილოთ, იმიტომ რომ მის უკან მდგომი გუნდი არის ძალიან არააქტიური.
ქოინის ტელეგრამის ჯგუფში იქნა ნახსენები Gozzy-ს მიერ , რომ 2018 Q1-ში უნდა ჩაეშვას Redd-ID, ასევე სავარაუდოდ Q1-ში იგეგმება უოლეთის აფდეითი, რამდენად შეუწყობს ხელს ეს ნიუსები მის აღმასვლას ამას დრო გვაჩვენებს.
‼️ მიდ და ლონგ თერმის გაანალიზება გრაფიკის მიხედვით არარეალური ამბავია.
⭕ საბოლოო ჯამში იდეურად პირადად მე მომწონს ეს ქოინი, რომ გითხრათ ჩემთვის ძლიერი ქოინია და მაგარი იდეის მატარებელია თქო მოგატყუებთ, მაგრამ ყველაფერი დეველოპერებზეა დამოკიდებული და რათქმაუნდა ათვისებაზე, ლონგ თერმად არის უფრო პერსპექტიულებიც, მაგრამ არც ეს არის ცუდი სხვებთან ერთად

წარმატებებს გისურვებთ !