H.I.M.-ს დაახლოებით 2002 წლიდან ვუსმენდი, როგორც იტყვიან პირველი და მარადიული სიყვარული აღმოჩნდა ჩემი, დღე არ გავიდოდა არ მომესმინა.
მახსოვს პირველი "კასეტა" ვიყიდე უნივერმაღში (ახლანდელ "გალერია თბილისი"-ს ადგილზე) 6 ლარი ღირდა.
როგორც ყველა მსმენელი მეც გავიზარდე და ნაკლებად ვუსმენდი, "გამიტრუხდა" ბოლოს მაგრამ მაინც ყველაზე სასიამოვნო იყო დღემდე მათი "ლაივების" მოსმენა.
ვიძახდი 40 წლისაც კი წავალ საშუალება, რომ მომეცეს მათ კონცერტზე-თქო მაგრამ სამწუხარო ინფორმაცია წავიკითხე დაახლოებით ნახ. წლის წინ, რომ იშლება, მეგონა მარკეტინგული გათვლა იყო, ან რაღაც ეგეთი თუმცა რეალობად იქცა....
მათი ხათრით გიტარაზე დაკვრა დავიწყე და ყველა ტექსტი ზეპირად ვიცოდი, ინგლისურის სწავლაშიც ძალიან დამეხმარა.
დაიშალა და რა მერე? არც არაფერი, ამაზე დიდი ჯგუფები დაშლილა....დასრულდა რაღაც ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, ისევ გავაცოცხლე წარსული და აქტიურად ვუსმენ, მუხედავად იმისა, რომ გემოვნება შემეცვალა და პოპსა და რეპზე გადავედი.
ისეთი მომაჯადოებელი იყო მათი ნამუშევრები, რომ ვოკალის გარეშეც კი უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი...
ოფიციალური საიტი დღეს ასე გამოიყურება...
ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს კი HIM-ის ნაცვლად -
Heartagram დაერქვა.
ქართული ვიკიპედისს გვერდზე მე არ დამიწყია მათი ისტორიის წერა, თუმცა მომიწია დასრულება...1991-2017(მალე ჩასწორდება)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by uchinmachini on 3 Jan 2018, 05:21