ახალი მონაცემები დაიდო - 2017 წლის დეკემბრამდე პერიოდის - ტურიზმი ისევ და ისევ აღმავალ ფაზაშია საქართველოში...
ამ მონაცემის მიხედვით, 2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ახლა შემოვა ვინმე ნაცი და მერე ვისი დამსახურებაა მელკერ, აბა გაიხსენეო...
მეორე შემოვა და ყველაფერი ნაცების პერიოდის ინერციით მიდისო...
ვაღიარებ ბატონო მიშიტოს დამსახურებას და მერე?... ამიტომ არ უნდა დასჯილიყო იმ დანაშაულებისათვის, რისთვისაც დაისაჯა?...
ამხელა ინერცია კიდევ არ გამიგია, ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება - ფაქტია, ყოველთვიურად იზრდება მაჩვენებელი... ეს უკვე ნამდვილად აღარაა ნაცების დამსახურება...
ხო, ისიც ვიცი რომ მარტო ტურიზმზე ჩამოკიდებული ეკონომიკა იდეალური არ არის... ნელ-ნელა სხვა მიმართულებებითაც გავქაჩავთ, აი, ნახავთ...
ისე, რა დააშავა მეშვიდემემილიონე ტურისტმა, რატომ არ დახვდა იმას პრემიერი ზეიმით?...
რაცაა, არაა ცუდი ამბებები... აგერ, წაიკითხეთ... იმედია, ამ აზია-კავკასიის გარდა, ამ წლიდან ევროპა-ამერიკებსაც დავაინტერესებთ... ყველაფერი ერთბაშად ვერ იქნება...
2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.8%)-ია.
იანვარი - დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,478,932 შეადგინა, რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის იანვარი - დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%).
2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან შედგა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +316.1%, საუდის არაბეთი +164.6%, ქუვეითი +154.3%, ირანი +118.3%, ინდოეთი +64.1%, ჩინეთი +54% და სხვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 600,004საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 113,402-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +23.3%)-ია.
დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 234,969შეადგინა, რაც56,591-ით მეტია 2016 წლის დეკემბრისმაჩვენებელზე (ზრდა +31.7%).
http://presa.ge/new/?m=society&AID=62615