2017 წელს საქართველოს 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 1 194 433-ით მეტია
11:11 05-01-2018
2017 წელს საქართველოს 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 1 194 433-ით მეტია 2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ფიქსირდება +18.8% ზრდა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გასული წლის მონაცემების შეჯამებისას განაცხადა.
როგორც გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, 2018 წელს ძირითადი მოლოდინია 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი ტურიზმიდან.
“საქართველოში გრძელდება ტურიზმის უპრეცენდენტო ზრდა, რაც აისახება ტურისტების რაოდენობაზეც. 2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. წინა წელთან შედარებით ეს ციფრი გაუმჯობესებულია თითქმის 1 200 000 ადამიანით. ასევე დიდი ზრდა გვაქვს შემოსავლების ნაწილში და 2016 წელს თუ პირველი წელიწადი იყო როცა 2 მილიარდს გადაცდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, 2017 წელს დაახლოებით, 2 მილიარდ 700 მილიონი ამერიკული დოლარი შემოვიდა საქართველოში. 2018 წელს კიდევ უფრო მეტი პოზიტიური მოლოდინები გვაქვს”, - განაცხადა გიორგი ჩიგოვაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის იანვარი-დეკემბრის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,478,932 შეადგინა, რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის იანვარი - დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%).
2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%),თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) ირანიდან 322,938 (+118.3%) შედგა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო +39.9%, ნიდერლანდები +31.1%, ესპანეთი +29.9%, საფრანგეთი +29.6% და გერმანია +25.7%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +316.1%, საუდის არაბეთი +164.6%, ქუვეითი +154.3%, ირანი +118.3%, ინდოეთი +64.1%, ჩინეთი +54% და სხვა.
მინი რეგიონის ქვეყნებს (სომხეთი მილიონ სამასი ათასი ვიზიტიორი წელიწადში(ისიც ძირითადათ სულ სომხები ჩადიან )-აზერბაიჯანი მაქსიმუმ ორი მილიონი ვიზიტიორი) ეხლაც მაგრად ვიხევთ მარა პროსტო წარმოიდგინეთ აფხაზეთის დეოკუპაციის შემდგომ მთლიანად რეგიონის ქვეყნებსაც თავისუფლად წამოვიხევდით(თურქეთი ოცი მილიონი ირანი თხუთმეტი მილიონი)
This post has been edited by kardinali100 on 5 Jan 2018, 12:32