Allan-Poeოკ, იქნება ახლა მოკლე რეზუმე
* * *
გემი "arctic sea" ბალტიის ზღვაში მოძრაობა და დეკლარირებული ტვირთი ხე-ტყის მასალა იყო. ზღვაში გასვლამდე
გემს კალინინგრადში ჩაუტარდა რემონტი.
შუა ბალტიის ზღვაში გემს
გასაბერი რეზინის ნავით მიადგა რამოდენიმე ადამიანი და თავიდან-ბოლომდე გაჩხრიკეს. თავდამსხმელები ძალიან კომპეტენტურად მოქმედებდნენ და თითქმის არავის ეჭვი არ ეპარება, რომ რომელიღაც სპეცდანიშნულების რაზმი იყო. მათ ოპერატიულად გააუვნებელყვეს მთელი ეკიპაჟი, აგრეთვე
გემზე დაბლოკეს ავარიისა და თავდასხის გადამცემი სიგნალების საიდუმლო მოწყობილობები და არ მისცეს ეკიპაჟს მათი გამოყენების შანსი.
ამ ჩხრეკის შემდეგ საკმაოდ მკაცრი დაკითხვა ჩაუტარეს ეკიპაჟის წევრებსაც, სპეციალური მეთოდების გამოყენებით.
შემდეგ ჩაჯდნენ ისევ ნავში და გაუჩინარდნენ. ეჭვი არის რომ ისინი წყალქვეშა ნავიდან გადმოსვეს და მერე ისევ უკან დაბრუნდნენ.
ამის შემდეგ გემის ეკიპაჟმა ფინეთის პოლიციას მიმართა საჩივარით და თავისი გზა გააგრძელა.
სადღაც ორი კვირის შემდეგ, უკვე პორტუგალიის ნაპირებთან, გემი გაუჩინარდა. ანუ, არ გამოდიოდა კავშირზე, ვერ ხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა თანამგზავრული დაკვირვების სისტემებით. თვითონ ეს ფაქტი უკვე საოცარია, როგორ შეიძლება რომ თანამგზავრმა გემი ვერ იპოვოს.
გაუჩინარების შემდეგ, რუსეთი ამ გემის საძებრად აგზავნის
თავისი ფლოტის ნახევარს და 2 წყალქვეშა ატომურ ნავს. ანუ ამ მანევრების ღირებულება უკვე რამოდენიმეჯერ აღემატება გემის და ამ გემზე დეკლარირებული ტვირთის ღირებულებას. რამოდენიმე კვირის ძებნის შემდეგ გემი კვლავ თავისით გამოდის კავშირზე, მაგრამ უკვე ძალიან შორს პორტუგალიის ნაპირებიდან. დაახლოებით 300 მილის დაშორებით მწვანე კონცხის კუნძულიდან. (ბათუმის მწვანე კონცხში არ აგერიოთ

).
რუსების ფლოტი უახლოვდება და ყოველგვარი პრობლემის გარეშე აჰყავს გემი აბორდაჟზე. ჯერ-ჯერობით არავითარი ახსნა არ არის, თუ როგორ აღმოჩნდა იქ გემი, აგრეთვე ოფიციალური წყაროები ამბობენ, რომ გემზე თავდამსხმელები გემისვე ეკიპაჟს ჩაბარდნენ და თავს ეკოლოგებად ასაღებენ.
რუსეთმა გემის ეკიპაჟი და "თავდამსხმელები" სპეცრეისის თვითმფრინავით გადმოაფრინა რუსეთში და ყველა ლეფორტოვის ციხეში მოათავსა. ანუ ეკიპაჟიც და "თავდამსხმელებიც".
გემზე მხოლოდ 3 თუ 4 სრულიად აუცილებელი ეკიპაჟის წევრი დარჩა. თვითონ გემი ბუქსირით მოჰყავდათ და აი დღეს გამოჩნდა ინფორმაცია, რომ გემი ისევ არ პასუხობს..
This post has been edited by witcher on 25 Aug 2009, 11:55