პირველი ნაწილი
ბიტკოინი - გლობალური ტალღამეორე ნაწილი
ბიტკოინი - გლობალური ტალღა (ნაწილი მეორე)მესამე ნაწილი
ახალი სათაური მოვუფიქრე თემას პირველი თემის ავტორსაც პატივი ვცეთ
ესე იგი ბიტკოინი არის დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა
რომელიც შეიქმნა 2009 წელს თავიდან ღირდა ცენტის მეასედები და მერე და მერე ტალღობრივად ფასი ისე გაიზარდა რომ 2017 წლის დასაწყისში ღირდა 1000 დოლარი
ამ წლის დეკემბერში ფასმა 20 ათას დოლარს მიაღწია მაგრამ მერე უცებ დაეცა თითქმის 11 ათასამდე. ასეთი ნახტომების გამო ბიტკოინში ინვესტირება არის სერიოზული რისკი და რომ არ დაზარალდეთ საჭიროა კარგი დაკვირვება და ცოდნა
ასევე თუკი კარგად ერკვევით ამ საქმეში გამდიდრების შანსიც დიდია.
კრიპტოვალუტებს უკვე ღებულობს მსოფლიო ბევრ წამყვან ქვეყანაში უკვე ღებულობენ როგორც ანაზღაურების საშუალებას ბიტკოინის გარდა ესენია ლაითკოინი დეში რიპპლი ელექტრონიუმი და ასე შემდეგ
თითქმის ყველა ამ ვალუტების მოპოვება შეიძლება მაინერებით (რიპპლის გარდა)
სპეციალური მოწყობილობით რომელსაც აერთებ დენზე და ინტერნეტზე
აქვს დიდი ხმა ღირს ათასობით დოლარი და დღეში გამოიმუშავებს
დაახლოებით 20 დოლარამდე.
ასევე მომგებიანია კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ყიდულობ როცა იაფდება და რომ ძვირდება ყიდი.
სულ თუ არაფერი გაქვს არსებობს საიტები სადაც კრიპტოვალუტის მცირე რაოდენობას უბრალოდ გჩუქნიან ასეთ საიტებს ეწოდება ონკანი faucet
თუკი ბევრ დროს ატარებ კომპთან რამდენიმე თვეში შეგიძლია მოაგროვო იმდენი რომ მერე შეძლო ბირჟებზე ვაჭრობა ან დაბანდება და რაიმე ხეირის ნახავა
მოკლედ დაიმახსოვრეთ
სკამი -- საიტი რომელიც გპირდება ფულის გადახდას და იტყუება ანუ გადამგდები
ჰაიპი - საიტი რომელიც იხდის არანორმალურად დიდ პროცენტს. და მალე სკამდება ანუ წყვეტს გადახდას... ფინანსური პირამიდს პონტში
პამპი -- ფასის ავარდნა
დამპი -- ფასის დავარდნა
მაგალითად შეგაქვს 100 ათასი სატოში და გამოგაქვს ყოველ დღე 10 პროცენტი
სატოში -- ბიტკოინის ხურდა ფული 100 მილიონი სატოში არის ერთი ბიტკოინი
მაინერი -- მოწყობილობა რომელიც გამოიმუშავებს ბიტკოინებს
ფერმა -- დიდი შენობა სადაც აწყვია მაინერები
რეფერალი -- თქვენს მიერ გაგზავნილი ლინკით დარეგისტრირებული ადამიანი
რომლის გამომუშავების რაღაც პროცენტი თქვენთანაც მოდის ისე რომ მას არაფერი არ აკლდება
ტრანზაქცია -- ფულის გადაგზავნის ოპერაცია
ფიატი -- მთავრობის მიერ გამოშვებული ფულები. დოლარი ევრო და ასე შემდეგ
ალტკოინი -- სხვა დანარჩენი კრიპტოვალუტები ბიტკოინის მერე რაც შეიქმნა
როი - ინვესტიციიდან ამოღებული მოგება პროცენტებში
ფორკ -- ჩანგალი ანუ გაყოფა როცა ერთი კრიპტოვალუტა იყოფა ორ ნაწილად
ჰოდლ - როცა არ ყიდი ვალუტას და ინახავ.. წესით უნდა იყოს ჰოლდ მაგრამ ვიღაც მთვრალს შეეშალა ფორუმზე და დარჩა იქედან ყველა ჰოდლს იძახის.. კაიაფია რა.. როგორც ჩოუარე ქორივით
მუნინგი... ანუ კურსი ისე გავარდა რომ მთვარეზე მიფრინავს
ვეშაპი-- ის ვისაც კოინების დიიდი რაოდენობა აქვს
თახვი (ან იხვი) ის ვინც ყიდულობს როცა კურსი ავარდაბა და კურსის დაცემის დროს შეშინებული ყიდის. სულ მთლად არ დავკარგოო
მასიური პანიკა - ეს ხდება როდესაც ბიტკოინის ფასი მოდის ქვემოთ და ხალხი მასიურად ცდილობს გაყიდოს ის, უმეტესად (აქამდე) ამით მდირდებიან ის ბობოლა ხალხი ვინც მანიპულირებს ამ პანიკით, და წაგებაში მიდიან პანიკიორები, ასე რომ სანამ პანიკას აყვებით კარგად დაფიქრდით ხოლმე
ბლოკჩეინი -- სისტემა რომელიც შექმნილია მაინერების მიერ რათა უზრუნველყონ
ბიტკოინების ტრანზაქციები
სატოში ნაკამოტო -- ადამიანი რომელმაც გამოიგონა ბიტკოინი
მაგრამ არავინ იცის ნამდვილად არსებობს თუ ვინმეს გამოგონილია
დეცენტრალიზებული -- ანუ ეს იმას ნიშნავს რომ არავის მიერ არ იმართება
და არ აქვს რამე სათაო ოფისი ან მართვის ცენტრი
არავის არ შეუძლია მისი შეჩერება როგორც ამას აცხადებს თვით ბილიკო გეიტსიკო
აისიოუ ICO - ტარდება ახალი კრიპტოვალუტის შექმნის დროს ინტერნეტში ფულის შეგროვების მიზნით.
აქვე დავდებ ორი ახალი აისოუს ლინკს სადაც რეგისტრაციის დროს გჩუქნიან თოქენებს რომლებიც მერე მონეტებად გადაიქცევა და შეიძლება კარგად იხეიროთ
https://sphere.social/https://actioncoin.io/თოქენი - პირობითი მონეტა რომელიც იყიდება აისოუს დროს და კრიპტოვალუტის შექმნისთანავე იცვლება მონეტებში.
ამ არხზე არის ქართული ვიდეოები თუ გინდათ ისწავლით რამეს
https://www.youtube.com/channel/UCZkMdO1hh1A-NKjlkzPJIkA ყველაზე კარგი საფულეები
https://blockchain.info/www.coinbase.com
https://www.exodus.ioყველაზე კაი ბირჟები
https://bittrex.comhttps://poloniex.comwww.binance.com
https://www.cryptopia.co.nzსხვადასხვა კრიპტოვალუტების ფასები ნახეთ აქ
https://coinmarketcap.com/ This post has been edited by Robin Hood on 23 Dec 2017, 23:43