ვამბობ არა ისეთ მეგობრობას, როცა სწავლა გაერთიანებს ან კვირაში ერთხელ ჰამბურგელებს ჭამ
არამედ აი როგორც გლეხი იტყოდა ,,გადამბული"
ჩემი სი–ვი, ასე წყვეტდნენ ჩემთან ურთიერთობას
სხვადასხვა დროს მყავდა ცხოვრებაში ,,საუკეთესო მეგობრად"
– ერთი: სიყვარული ავუხსენი (სერიოზულად არა

) და ისედაც გაიშვიათებული, საბოლოოდ გაწყვიტა (მე დავაბლოკინე თავი, ანუ რეალურად არა და ვირტუალურად იყავიო :/)
– მეორე: ვთხოვდები და ვეღარო (გამოსამშვიდებელი საღამოთი მანუგეშა)
– მესამე: გათხოვდა და მაინც აგრძელებდა, შვილებზე მიატოვა
– მეოთხე: კინაღამ სექსი ,,შეგვემთხვა" და შემდეგ თავი რომ ავარიდე შემდეგზე, ქალური თავმოყვარეობა და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოახერხა ისე გაქრობა, ცოცხალი თუ არის ეგეც არ ვიცი
– მეხუთე: ერთი მაგის თავში ჩამახედა, რატომ გავუფასურდი ამდენად მისთვის? (1 წელში ერთხელ მომწეროს და ეგაა)
– ბოლო: საერთოდ ვერ გავიგე რატომ, რა პრობლემა ქონდა ბოლო დროს ჩემთან :/
მყავს 1, რომელიც დამრჩა, მაგრამ სხვა ქვეყანაში გადასახლდა და ,,ვერ გავსებს" ეგრე ადამიანი...
არ ვაბრალებ მათ, მაგრამ ვერ გამიგია, ჩემი ბრალი სადაა
რა თქმა უნდა, ყველასთან პირდაპირ მილაპარაკია,მიზეზი მაინც ეთქვათ, მაგრამ სადაც მე ვერ ვხსნი (მათზე უკეთ შემიძლია

) იქ მათ ტვინში რომ ბუნდოვანებაა, არ მიკვირს
და ტვინზე უფრო, ემოციები წყვეტს და განცდები
ჰოდა არ მესმის, ხელს რაში ვუშლიდი ამ ხალხს, ეგრე...ეგრე მოექცენ ადამიანს

, თორემ მე ისეთი ვარ, ჩემთვის ყველაფერი გართობაა (ამ მიზეზს ნუ შეტენით)
პ.ს. თავად ქალებთანაც, მათ არ ყავთ საუკეთესო მეგობარი, ყავდათ ვისაც ჩემი აზრით ,,იყენებდნენ და იყენებდა"
საერთოდ, შეუძლიათ ამათ მეგობრობა?
დედაჩემს ყავს სიტყვაზე ბავშვობიდან, მაგრამ 2/3 თვეში 1 მოკითხვა ან დაბადების დღეზე შეხვედრა თუ მეგობრობაა, OK PK