#51960397 · 8 Jan 2018, 03:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ ფორუმელებო! შობა-ახალ წელს გილოცავთ! დედამიწის მოსახლეობის 80%-ს ხერხემლის გამრუდება აწუხებს. ჯერჯერობით დაავადების დამარცხება შეუძლებელია, მხოლოდ 1-ლი სტადია იკურნება(ზოგჯერ მეორეც) და ისიც გარკვეულ ასაკამდე. მე მგონი, ეგ თემა იმსახურებს რომ მის შესახებ ინფორმაცია ფორუმზე ცალკე თემაში თავმოყრილი იყოს: -ვის როგორი მკურნალობის გამოცდილება გაქვთ. -რამდენად ეფექტური იყო თქვენ შემთხვევაში მკურნალობა და რომელი სტადია გქონდათ? -ვინ მიგაჩნიათ პროფესიონალად დღეს თბილისში ამ დარგში- ვერტებროლოგი,ექიმი-რეაბილიტოლოგი, მასაჟისტი, სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტი? -ვის გქონიათ შეხება შროტ-თერაპიასთან? ბუბნოვსკის მეთოდთან? ან ვის რა შედეგი მიგიღიათ მამა-პაპური სამკურნალო ფიზკულტურა+მასაჯებით მკურნალობით. -ვის გამოუკვლევიხართ კომპლექსურად- 2-ვე სიბრტყეში ხერხემლის და ასევე ბრტყელტერფიანობის გამოსარიცხად ტერფის რენტგენის ჩათვლით?
This post has been edited by davidkoko on 8 Jan 2018, 03:58
|