მთელს ქალაქში დიდი ტურისტული ავტობუსები დგას (პლეხანოვზეც)... სასტუმროებში (ჩვეულებრივებში და საოჯახოებში) ტევა არ არის - გადაჭედილია უცხოეთიდან ჩამოსული ხალხით, ვისაც ახალი წლის შეხვედრა თბილისში უნდოდა...
თბილისი ვართ თუ პარიზი, ვერ გაიგებ, ისეთი ამბავია...
წუხელ სანამ თქვენ ირანის თემა 100 გვერდზე აგიყვანით ლამის, ირანის რევოლუციაზე დარდით, ნახევარი ირანი თბილისის კლუბებში, რესტორნებში და ქუჩებში ატარებდა დროს...
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი აზერბაიჯანი (ყოველ შემთხვევაში, ბაქო) ახალ წელს თბილისში შეხვდა... აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა ტურისტების რაოდენობითო, რომ წერენ-ხოლმე, ირონიულად ვუყურებთ - რა ტურისტებიო... მართლა ტურისტები ყოფილან...
ახალ წელს თბილისში ჩამოვიდნენ ბლომად ევროპელები, ნაირ-ნაირი ქვეყნებიდან, ძირითადად, წყვილები... თბილისი რომანტიკის და სიყვარულის ქალაქი გახდა - აღმოსავლეთის პარიზი...

არაბული სამყაროს ერთი ნახევარი ხომ აქაა, მეორე ნახევარიც აქაა უკვე წუხანდელს აქეთ - პირდაღებულები უყურებენ ყველაფერს...
პოსტსაბჭოთა სივრციდან ძირითადად შუახნის ხალხი, თუმცა, ესენიც ბლომად არიან - სოლიდური ასაკის მანდილოსები და ბატონები ყაზახეთიდან, ბელორუსიდან, რუსეთიდან ცნობისმოყვარედ ათვალიერებენ თბილისს...
მოკლეთა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, კარგები და საყვარლები რომ არ ვიყოთ და ჩვენი ქვეყანა მშენებლობის და აღმავლობის გზაზე არ იდგეს, ამდენი ხალხი მოგვაწყდებოდა?... აბა, დაფიქრდით!... ხოდა, გიხაროდენ, ერო!... გაიშალეთ მხრებში, ჩვენ დიდ სიმაღლეებს დავიპყრობთ, მაგარი ხალხი ვართ, ჩვენს რეგიონში კი ვაააბშე ყველას ვჯობივართ...

მაი ქანთრი ჯორჯია ვერი გუდ
ჯორჯიან ვაინ ვერი გუდ
ჯორჯიან ვუმენ ვერი გუდ

(თელსოფლიოში <3 )
ჯორჯიან მენ თუ
გილოცამთ ახალ წელს... მიყვარხართ... კარდინალ, შენცა...
ეს პაპაჩემის საყვარელი სიმღერა იყო... დაბალი ბანითა მღეროდა-ხოლმე... მენატრები, პაპავ!

ჩვენზე მაგარი ხალხის დედაც, ხალხოო! ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, ისეთს რომაა, ყველას თვალებს დავუყუნებთ... აგერ ნახავთ თუ არა...