მურმანსკის ოლქში მამაკაცი გატაცებული ჯავშანტრანსპორტიორით ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდარუსეთში, მურმანსკის ოლქის ქალაქ აპატიტის მცხოვრები გატაცებული ჯავშანტრანსპორტიორით ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
„30 წლამდე მამაკაცმა ავტოსკოლის სადგომიდან ჯავშანტრანსპორტიორი გაიტაცა და ტყის მასივის გავლით ქალაქში მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ნასვამი იყო.
„ჯავშანტრანსპორტიორი ერთ-ერთ მაღაზიასთან მივიდა, შეეჯახა იქვე მდგარ ავტომობილს და მაღაზიაში შევარდა“, - განაცხადა თვითმხილველმა.
მამაკაცი მაღაზიაში დააკავეს.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/47...i-shevarda.html