ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის პირველ მოადგილე კახაბერ საბანაძესთან და მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიასთან ერთად, შობის დღესასწაულს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფახულანის საგუშაგოზე შეხვდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა საგუშაგოს თანამშრომლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცა და მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა და ქვეყნის გამთლიანება უსურვა.
გიორგი გახარია და მისი მოადგილეები შობის ღამეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულ ხურჩის და განმუხურის საგუშაგოებსაც ეწვივნენ. მათ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ქვეყნისათვის გაწეული შრომისა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqteb...n-shekhvda.html
როგორც ამბობენ გახარიამ კარგად დაიწყო მინისტრობა
მათ შორის კარგი საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოო
ამ ნიუსში ჩემი ყურადღება მიიქცია ფოტომ
ნამდვილ საღორეში უწევთ ბიჭებს ყოფნა
უბრალოდ სამარცხვინოა, მეტი არაფერი
იქნებ ამას მიაქციოს მინისტრმა ყურადღება
ღორებით რო არის სავსე სამინისტრო
პრემიებზე და მანქანებზე ფიქრის მეტს არაფერს რო არ აკეთებენ
უსაქმური უვიცი ხალხით, საახლობლო სანაცნობო არაპროფესიონალებით გატენილი
აი მაგ ღორებს მიხედოს და რესურსი პატიოსანი თანამშრომლების ადამიანური პირობების შექმნას მოახმაროს
საოკუპაციო ხაზია, გდდ, ასეთ საღორეში რო ამყოფებ ძააააალიან ტეხავს
This post has been edited by Warner Bros. on 7 Jan 2018, 12:12