#51945296 · 5 Jan 2018, 14:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენად ჯანსაღია წარსულისადმი დამოკიდებულება, როდესაც 10 წლის წინანდელი ამბავის შემდეგ კვლავ არსებობს რაღაც ემოციური კავშირი, შეიძლება არა კონკრეტული პიროვნებისადმი, არამედ ზოგადად მაშინდელი სიტუაციისადმი, ადგილისადმი და ა. შ? როდესაც ეს ემოციური კავშირი იმდენად ძლიერია, რომ ფარავს აწმყოს.
უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, ერთ სიტუაციას მოვიყვან მაგალითად. წარმოიდგინეთ, X და Y პიროვნებები ერთად არიან, უყვართ ერთმანეთი, ბედნიერად ცხოვრობენ. X-ს ჰქონდა ემოციური წარსული, წლების მანძილზე გოგო უყვარდა, ეს სიყვარული უფრო გაიდეალებული იყო, ვიდრე რეალური, რადგან გოგოსთან, რომელიც უყვარდა, თითქმის არ ჰქონია ურთიერთობა, მაგრამ მის დავიწყებას წლები დასჭირდა და დღემდე ახსენდება კონკრეტულ ადგილებზე რაღაც სიტუაციები, რაც იმ დროსა და გოგოს უკავშირდება.
ახლა კი, აწმყოში, უარს ამბობს კონკრეტულ ადგილას წასვლაზე Y-თან ერთად, მაგალითად ზღვაზე, რადგან ადრინდელი რაღაცები ახსენდება, ეს მის ხასიათს ცვლის და დისკომფორტს განაცდევინებს, ამიტომ უარს ამბობს, როცა Y-ს ძალიან უნდა, არა მაინც და მაინც იმ ადგილას, სადაც მოვლენები ვითარდებოდა, არამედ სხვაგან, მთავარია ზღვა იყოს.
მაინტერესებს ახლა, რამდენად ჯანსაღია ეს, როცა ძველისადმი დამოკიდებულება სწონის აწმყოს და ახლანდელ საყვარელ ადამინთან დოის სასიამოვნოდ გატარებაზე უარს ათქმევინებს.
თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა, ან ვინმემ იცით, რას ნიშავს ეს ფსიქოლოგიურად, რატომაა ასე მიჯაჭვული წარსულზე, ამიხსენით რა.
მე მგონია, რომ არ არის ეს ნორმალური, ან იქნებ ვცდები. მაინტერესებს თქვენი აზრი
--------------------
Can you take the milk from the Milky Way?
|