#53488207 · 25 Sep 2018, 20:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა
მოკლედ რაშია საქმე, მეგობარს აქვს ნეტკრედიტის სესხი რომელზეც 2 თვიანი გადაცილება უფიქსირდება. დაახლოებით 10 დღის წინ დაურეკეს ნეტკრედიტის თანამშრომლებმა წერილი ხომ მიიღეთო? ჩემ დაქალს არანაირი წერილი არ მიუღია და პირდაპირ გეტყვით მაშინ დღეს 12-მდე გადაიხადეთ თორემ დაგაყადაღებთო. როგორც ვიცი ნეტკრედიტს არ უნდა ჰქონდეს უფლება რომ ვინმე პირდაპირ დააყადაღოს, თუ მართალი ვარ ანუ ეს დაშინების და ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა ნეტკრედიტის მხრიდან. ნუ მოკლედ, ვერ დაუყადაღეს ვერაფერი და გუშინ ურეკავენ ამ დღეებში მოვალთ პატრულის თანამშრომლებთან ერთად და შენი საკუთრება, რაც სახლშია ყველაფერი უნდა ავღწეროთო. დავიჯერო ასე შეიცვალა კანონები, რომ ასე მოინდომებენ და მოვლენ შენთან სახლში ნივთების სანახავად? სასამართლო არ უნდა გაიმართოს წინასწარ, ან რაიმე გამაფრთხილებელი საბუთი არ უნდა მიიღო? ვიღაცა ლევანა უნდა რეკავდეს ნეტკრედიტიდან და არც თუ ისე ზრდილობიანად, ხულიგანის ტონით გეუბნებოდეს რომ ხვალ მოვალ პატრულთან ერთადო? რომელიც გეუბნება რომ რეგულაციების შემდეგ ახლა ასეაო.
This post has been edited by Irina7791 on 25 Sep 2018, 20:35
|