სალამი ყველას. გუშინ ამოვიღე გაზის აპარატურა მანქანიდან ბალონიანად და მინდა გავყიდო. ამოღების მიზეზი არის ის რომ აღარ მიწევს დიდი გარბენი, თვეში მაქსიმუმ 500-კმ გავიარო და ფაქტიურად წლიური ეკონომია ტექდათვალიერების გატარების ტოლფასი გამომდიოდა.
არა ის რომ ცუდად მუშაობდა ან ანვარგა და ვინმეს მინდა შემოვასაღო
ამოღებულია Opel Corsa B-დან. იდეალური ვარიანტია ჩემი აზრით პატარა მანქანებისთვის. ბალონი 48-კილოა მემგონი ( ზედ ეგრე აწერია თუ არ ვცდები ) არც პრუჟინები იტყობს და არც მანქანას ემატება დიდი წონა.
ბალონი არის 5-კუბიანი. ეხლანდელი ფასით ჩადის 9.50-ს გაზი. 60-კ მაქ გავლილი მაგ ბალონით და არასოდეს არაფერი პრობლემა არ მქონია. 2-3 ჯერ გამოვუშვი ზეთი ამ გარბენის განმავლობაში. დიდი არაფერი გადმოსულა.
რედუქტორი არის თურქული Mimgas-ფირმის. მეორე რედუქტორია ამ მანქანაზე. ერთი რედუქტორი გადის საშუალოდ 50-კ კილომეტრს. ამ კონკრეტული რედუქტორის გარბენია დაახლოებით 10-კ. შარშან თებერვალში ვიყიდე ახალი და იმის მერე ერთი ზეთის შეცვლა მაქ გატარებული.
კომპლექტში შედის ასევე ვარიატორი, ემულატორი, ე.წ. ხლაპუშკა თავისი შლანგებით. ბალონიც არის სბორი. ანუ მანომეტრი, კრანი, დამტენი და სადგამი მოჰყვება. სურათებშიც ჩანს.



ეს სურათები ინტერნეტიდანაა ამოღებული


მანქანაზე დასაყენებლად დაგჭირდებათ დამატებით შეიძინოთ ტრუპკა ( ცენტრალური გაზის მაგისტრალი ) + წყლის შლანგები 2-მეტრა + 2-მეტრა პროვოდი. წყლის შლანგები არის 8-ლარის თემა. პროვოდიც არის 1-ლარის თემა. ტრუბკა არ ვიცი. როცა ვაყენებდი 25-30 ლარი ღირდა მემგონი.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ეხლა ფასს რაც შეეხება. ბალონი სბორში ყველაფრიანად + ვარიატორი + ემულატორი + რედუქტორი + ხლაპუშკა თავის შლანგებიანად
ყველაფერს ერთად ვყიდი 200-ლარში მემგონი არ უნდა იყოს ძვირი.