მოგესალმებით მეგობრებო,
ამ თემას იმიტომ ვხსნი აქ, რომ როგორც გავიგე დამიწებას თვითონ კომპიუტერების კარკასებშიც აკეთებენო და შესაბამისად აქ უფრო მცოდნე ხალხი იქნება...
დავიწყებ იმით, რომ გაგებაში არ ვარ ელექტროობის და რაიმე სისულელე თუ დავწერე, მომიტევეთ

)
მოკლედ, მაქვს ალუმინისგან აწყობილი ვიდეო კარტების ფერმა....მაზერი და მთავარი კვების ბლოკი მიდევს ორგმინაზე (მაზერი დამაგრებულია სპეციალური მაზერის ვინტებით ამ ორგმინაზე, ხოლო კვების ბლოკი ორმაგი სკოჩით, ისევ ამ ორგმინაზე....) ერთი სიტყვით არც მაზერს და არც კვების ბლოკს, ამ კარკასთან პირდაპირი შეხება არ აქვს.....კარკასზე პირდაპირი შეხება აქვს ვიდეო კარტების წინა მხარეს (ანუ პლატის მხარე არის დამაგრებული ამ კარკასზე, უბრალოდ სკოჩი აქვს დახვეული ალუმინს)....
არ ვიცი რამდენად დამთვევა იყო, მარა რამდენჯერმე, ხელი რომ დავადე ამ რკინის კარკასს, დარესტარტდა მთელი სისტემა..ხოდა მაინტერესებს, დენი ხომ არ გადააქვს და მაგიტომ ხომ არ აკეთებსთქო?!
ზოგმა მირჩია, რომ დამიწება გააკეთეო....არ ვიცი სახლში შემოდის თუ არა დამიწება....მითხრეს, რომ აიღეოს ვინტიო და მიამაგრეო ამ რკინის კარკასზეო, და შემდეგ სპილენძი მოაბიო და მეორე მხარე, სახლის ჟალუზს გაუკეთოე და მაგით გააკეთებ დამიწებასო...მაინტერესებს რამდენად სწორი და უსაფრთხოა ეს მეთოდი? არის შანსი, რომ დენი გადაიტანოს?