Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ჯანმრთელობა და მედიცინა
->
მშობლების კლუბი
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
სუროგაცია
, რა აზრის ხართ სუროგაციაზე?
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dudi1
Junior Member
ჯგუფი: Registered
dudi1
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 238742
რეგისტრ.: 9-December 17
#51804199
· 9 Dec 2017, 01:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სუროგაციაზე რა აზრის ხართ? გავშალოთ ეს თემა , ვინ რას ფიქრობთ... ძალიან გთხოვთ რელიგიურ ჭრილში არ გვინდა...
* * *
ადმინისტრაციას ძალიან ვთხოვ, რომ არ წამიშალოს თემა... ჩემთვის ესუბრალოდ ინტერესი არ არის... საკმარისზე მეტი მიზეზი მაქვს იმისათვის,რომ გოგოების აზრი მაინტერესებდეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
soraya
Crazy Member
ჯგუფი: Registered
soraya
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1281
წევრი No.: 229585
რეგისტრ.: 27-February 17
#51804342
· 9 Dec 2017, 02:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dudi1
ნორმალური აზრის ვარ. რა თქმა უნდა ძირითადად ეკონომიური დაინტერესებაა. ოღონდ სუროგატმა კარგად უნდა გაიცნობიეროს მისი პასუხისმგებლობები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dudi1
Junior Member
ჯგუფი: Registered
dudi1
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 238742
რეგისტრ.: 9-December 17
#51804423
· 9 Dec 2017, 02:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
soraya
მე ვარ სუროგატი ... მე ის სუროგატი ვარ რომელსაც მხოლოდ ეკონომიური თვალსაზრისით არ მიუღია ეს გადაწყვეტილება...
მქონდა შანსი ერთ დღეში ''გამდიდრების'' მაგრამ ჩემ მორალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება...
უბრალოდ საუბარი მინდა ადამიანებთან, დედებთან, მომავალ დედებთან, უამრავი რამ წავიკითხე სუროგატებზე, კიდევ კარი მყარი ფსიქიკის ადამიანი ვარ , რადგან მასას იმხელა ძალა აქვს , რომ ვიფიქრებდი რატომ ჩამოვყალიბდი არაადამიანადთქო... ნუ ეს სიტყვა არაადამიანი, იმ ადამიანების ლექსიკონიდან არის რომელიც თვლის , რა მნიშვნელობა აქვს გენეტიკა ვისია შენში ვითარდება და შენიაო...
არ მინდა სენტიმენტალური ვიყო... როგორც ყოველთვის სამეს აფუჭებს...მაგრამ იმაზე მეტად გავუფრთხილდები ამ ორსულობას ვიდრე ჩემსაზე... იმაზე მეტი პასუხისმგებლობა მაქვს როდესაც ექიმთან მივდივარ, ვიდრე ჩემსაზე, ალბათ წარმოუდგენლად ჟღეს ხომ? აქ ვის და რატომ უნდა მოვატყუო, მართლა ასეა...
იმ ადამიანს ვისაც ასე ძალიან უნდა შვილი, მის თვალებში იმდენად დიდ სევდას ვკითხულობ რომ შემეძლოს ანაზღაურების გარეშე გავაკეთებდი ამ ყველაფერს...
* * *
ისე კი ერთს დავამატებ, როდესაც შენში ვითარდება ის შენია თუ არა, ამას წყვეტს ფსიქიკა, რამდენად დაუშვებ ამ ყველაფერს, რამდენად გექნება მიმღებლობა, წინასწარი მომზადება და არა მარტო, მთელი 9 თვის განმავლობაში ფსიქოლოგის კონსულტაციებია საჭირო.
სამწუხაროდ სუროგატებს ფსიქოლოგები არ ყავთ, მე როგორი ვარ, რისი გამკეთებელი და არ გამკეთებელი ეს მე ვიცი აქ ნამდვილად ვერ დავიწყებ საკუთარ თავზე ლაპარაკს,მაგრამ მე მხოლოდ სუროგატი არ ვარ, მე დედაც ვარ რომელსაც უამრავი კითხვა უჩნდება, რომ ვყოფილიყავი უშვილო და რომ სუროგატს იქით გზა არ მქონოდა , რეალურად არ არის კარგი სიტუაცია, ფაქტიურად სიტყვაზე ენდობი სუროგატს, გააკეთებს ან არ გააკეთებს მოცემულ ვალდებულებებს, როგორ იკვებება, როგორი ძილს რეჟიმი აქვს, დადის თუ არა სუფთა ჰაერზე , დროულად იღებს თუ არაპრეპარატებს და აშ... რამდენი ჩამოვთვალო. მას ხომ ჩემი შვილი დაყავს მუცლით, თვითონ პაციენტებიც ძალიან მიმდობი არიან, ვიცნობ სუროგატებს რომლებიც კლინიკიდან გამოსულები ჩანთიდან სიგარეტს აძრობენ და ღრმა ნაპასებით ნირვანაში ვარდებიან.
უამრავი სხვა პრობლემები არის განსახილველი კიდევ... საცხოვრებელი ადგილი და 99% ქირით ცხოვრობს ის 9 თვე, ქირას მინიმუმ 300 ლარი სჭირდება, კომუნალურები? რავიცი კვვებისთვის საკმარისია მთელი 1თვე დარჩენილი თანხა ანუ 350 ლარი?
ძალიან ჩავუღრმავდი პრობლემას მაგრამ, რავიცი იქნებ ვინმე აპირებს სუროგატის აყვანაას და გაითვალისწინონ ეს რიგი პრობლემები რომელიც სუროგატს ხვდება...ნუ ვინ როგორ პრობლემად აღიქვამს ეს სხვა თემაა..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SUBADARI
Crazy Member
ჯგუფი: Registered
SUBADARI
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1999
წევრი No.: 25218
რეგისტრ.: 4-November 06
#51809863
· 10 Dec 2017, 10:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dudi1
თუ სუროგატი ხარ. და ორსულად ხარ. ფაქტია ღამის 3 საათზე რო პოსტავ არ გაქვს კარგი ძIლის რეჟIმი.
მე ძAლიან კარგი აზრის ვარ მარა უცხო ადამიანს ვერ ვანდობდი. ალბათ ჩემი ახლობელი თუ დამთანხმდებოდა მხოლოდ მას ავიყვანდი სუროგატად. ეს ჩემი აზრია მხოლოდ.
წარმატებები და მშვიდობიანი ორსულობა
--------------------
Try
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dudi1
Junior Member
ჯგუფი: Registered
dudi1
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 238742
რეგისტრ.: 9-December 17
#51811962
· 10 Dec 2017, 18:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
SUBADARI
ღმერთმა ქნას მაგრამ ჯერ მომზადების პროცესში ვარ.
თუ სუროგატი შენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება რატოომაც არა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Perseus12
ბედნიერი
ჯგუფი: Members
Perseus12
ბედნიერი
ჯგუფი: Members
წერილები: 9746
წევრი No.: 85499
რეგისტრ.: 26-February 09
#51816731
· 11 Dec 2017, 15:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფაქიზი თემაა. მე რომ ვარჩევდე სუროგატ დედას, ძალიან დიდ მნიშვნელობას მივანიჭებდი მის ხასიათს, ფსიქიკურ მდგომარეობას, როგორი ადამიანია, როგორი ენერგია მოდის მისგან. შეიძლება ძალიანაც ზედმიწევნით იცავდეს სუროგატი დედა წესებს, რაც ნაყოფის სწორი განვითარებისთვის კარგია, მაგრამ ის რაც არ ჩანს, ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი ემოციური მდგომარეობა, მისი მიმღებლობა ნაყოფის მიმართ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნაყოფი გრძნობს რამდენად სასურველია მშობლისთვის, მასზე გადადის მისი მუცლად გამომზრდელის ყველანაირი ემოცია. ამიტომ პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ეს მხარეა, ვიდრე სწორი კვება, თუმცა არ გამიგოთ ისე რომ ამ უკანასნკელს ვაკნინებ, არანაირად, უბრალოდ ამით მინდა ხაზი გავუსვა ემოციური განწყობის მნიშვნელობას, რაც რატომღაც უფრო ნაკლებად განსჯადი საკითხია, ნუ შედარებით მაინც... შეიძლება ვცდები, სუბიექტურ დონეზე მიმაჩნია, რომ ნაყოფს უჩნება ემოციური კავშირი მის გამომზრდელ დედასთან. შეიძლება დედა დატრენინგდეს და მივაღწიოთ იმას, რომ თავიდანვე გაცნობიერებული ჰქონდეს რომ ის არის ერთგვარი ინკუბატორი, არ გააჩნდეს სენტიმენტები, მაგრამ როგორ ხდება ბავშვთან? მხოლოდ გენეტიკურ დედასთან ხომ არ გვაქვს უხილავი ძაფები, რა თქმა უნდა არა... ბოლოსდაბოლოს შეიძლება იგივე სუროგატის სისხლი ჩქეფდეს მის ძარღვებში, ესეც რაღაცას ალბათ ნიშნავს, რადგან ნაყოფი იცნობს მისი გამომზრდელის ხმას, გულის ცემას, სწორედ ეს არის რაც უამებს მას დაბადების ტრავმას, რაც ძალიან დიდი სტრესია. აქვე არ შეიძლება არ ვახსენო ხსენი და რძე, რომელიც ზუსტად იმ შემადგენლობის არის, რაც იმ კონკრეტულს ბავშვს ჭირდება. ამიტომაც, ადრე რომ ჩვეულებრივი ამბავი იყო ძუძუმტეობა და სამშობიაროში სხვა ქალებს მიუყვანდნენ გამოსაკვებად ურძეო დედების შვილებს, ახლა ერთხმად აღიარეს რომ ეს არ შეიძლება და პირდაპირ აძლევენ ადაპტირებულ რძეს. ამ პოსტით არანაირად არ მინდა სუროგაციის უარყოფით მხარეზე საუბარი, რადგან არ მიმაჩნია ეს რაიმე ნიშნით უარყოფით მოვლენად, უბრალოდ რატომღაც სულ მესმის სუროგატი დედების შესახებ ათანსნაირი თეორიები და ნაკლებად საუბრობენ ნაყოფზე, თუ რა ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება დაადგეს ნაყოფს, ან საერთოდ შეიძლება კი დააგდეს, ანუ ზოგადად რა ხდება ამ დროს ნაყოფის ფსიქო ემოციურ განვითარებაში, პროფესიონალი ფსიქოლოგის აზრს მოვისმენდი სიამოვნებით, თუკი არიან ამ ნიშნით სპეციალიზირებული ფსიქოლოგები, ვინც ამ თემაზე მუშაობს და იკვლევს, მაგრამ ალბათ არა, სუროგაცია არაა დიდი ხანი რაც არსებობს, კვლევებს კი ათწლეულები სჭირდება რომ საფუძვლიანი დასკვნა დაიდოს, თუმცა მონახაზები ალბათ მაინც იქნება. თუ რამე სისულელე ვთქვი, ძალიან გთხოვთ მიმითითოთ, კრიტიკაზე ადექვატური ვარ, მიმღებლობაც გამაჩნია საწინააღმდეგო აზრის მიმართ და არავისთან რელიგიურ ჭრილში არ ვაპირებ არც ამ და არც სხვა თემის განხივლავ, ეს ძალიან სუბიექტური, პირადული და არაფართო მასებიში განსახილველი თემაა
--------------------
"To hold your baby for the first time is to hold your heart in your hands"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ევროპელი...
Super Member
ჯგუფი: Registered
ევროპელი...
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 195
წევრი No.: 238959
რეგისტრ.: 16-December 17
#51878178
· 22 Dec 2017, 14:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dudi1
9 თვე მუცლით ბავშვი ატარო. და მერე სხვას გაატანო რა აზრის ხარ? ვისაც რამე დედობრივი გრძნობა გააჩნია ამას ვერიზამს. ცხოველიც ზედ აკვდება თავის ნაშიერს. შენკიდე ისა ესაო უშვილო დედების სევდამ მომკლაო მარო ფული კიარაა საქმეო. დიდ საქმეს ვაკეთებო და ა.შ ეს არის აბსოლიტურად ტყუილი კარგად იცი ფულს გამო გააკეთე მხოლოდ და როცა დრო მოვა როგორც პროდუქციას ისე გაატან მაგ ბავშვს. ესაა და ეს. შენთვის ეს საქმე არის როგორც ინკუპატორში წიწილების გამოჩევის პროცესი. არ გამტყუნებ მორალურად არ განგსჯი ყველას თავის საქმე აქ და ბაზარი არაა არავის აქ უფლება ჩაერიოს.. მაგრამ ეხლა მთლადაც ნუ გვაბოლებ. დაარქვი ყველაფერს თავის სახელი
--------------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თამუნია81
Newbie
ჯგუფი: Registered
თამუნია81
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 237943
რეგისტრ.: 10-November 17
#51944664
· 5 Jan 2018, 13:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იმ მშობლებმა რა ქნან, ვისთვისაც სუროგაცია ერთადერთი გამოსავალია, რომ გახდნენ მშობლები? რაა ქნას იმ ქალმა, ვისაც ძალიან უნდა დედობა, მაგრამ ვერ ორსულდება, სხვადასხვა მიზეზების გამო...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
.ნინო
Crazy Member
ჯგუფი: Members
.ნინო
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2098
წევრი No.: 156520
რეგისტრ.: 28-November 12
#51946087
· 5 Jan 2018, 16:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dudi1
ვინც გეტყვის, რომ ქრისტიანული რელიგია სუროგაციას კრძალავს, შეგიძლია უთხრა, რომ გაუნათლებელია და არ იცის რისი სწამს...
არავის მისცე უფლება დაგაკომპლექსოს. მადლობა ღმერთს, რომ არ დამჭირვებია სუროგატი და ისე გავხდი დედა, მაგრამ თუ დამჭირდებოდა, არც მაგაზე ვიტყოდი უარს... ერთადერთი რაც მაშინებს, სუროგატის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა... სხვის შვილს მუცლით ატარებს კი არა, საკუტარს აშვილებს ხალხი და ისინი არ გრძნობენ თავს დამნაშავედ და შენ რატომ ისტრესავ თავს?
ნდობის საკიტხი კიდევ მეორეა და ეგ მარტო სუროგატის შემთხვევაში არაა... ძიძასაც უნდა ენდო, სუროგატსაც და კიდევ ბევრს ცხოვრებაში... მე ალბათ შევამოწმებდი რა წესით ცხოვრობს...
მოკლედ, წარმატებებს გისურვებ.
თუ პასუხისმებლობით მოეკიდები და სხვის შვილს მზრუნველობას არ მოაკლებ შენში, აუცილებლად დაგიფასდება. ადამიანურად გმირობაა ის, რასაც შენ აკეთებ და გაქვს უფლება, რომ ამით იამაყო... სასრცხვილო და დასამალი ნამდვილად არაფერი არაა აქ...
* * *
ევროპელი...
რატომ ვერ ხვდები სად უნდა იტროლაო და რაზე უნდა იღადავო? გესმის მაინც რამხელა ტკივილია ეს ბევრი ადამიანისთვის?????
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ევროპელი...
Super Member
ჯგუფი: Registered
ევროპელი...
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 195
წევრი No.: 238959
რეგისტრ.: 16-December 17
#51947213
· 5 Jan 2018, 19:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
.ნინო
QUOTE
9 თვე მუცლით ბავშვი ატარო. და მერე სხვას გაატანო რა აზრის ხარ? ვისაც რამე დედობრივი გრძნობა გააჩნია ამას ვერიზამს. ცხოველიც ზედ აკვდება თავის ნაშიერს. შენკიდე ისა ესაო უშვილო დედების სევდამ მომკლაო მარო ფული კიარაა საქმეო. დიდ საქმეს ვაკეთებო და ა.შ ეს არის აბსოლიტურად ტყუილი კარგად იცი ფულს გამო გააკეთე მხოლოდ და როცა დრო მოვა როგორც პროდუქციას ისე გაატან მაგ ბავშვს. ესაა და ეს. შენთვის ეს საქმე არის როგორც ინკუპატორში წიწილების გამოჩევის პროცესი. არ გამტყუნებ მორალურად არ განგსჯი ყველას თავის საქმე აქ და ბაზარი არაა არავის აქ უფლება ჩაერიოს.. მაგრამ ეხლა მთლადაც ნუ გვაბოლებ. დაარქვი ყველაფერს თავის სახელი
ეს არის ტროლაობა? ან ღადაობა? კაი რაა............
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლიკლიკა
სწორმეხსიერებადი
ჯგუფი: Moderators
ლიკლიკა
სწორმეხსიერებადი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12458
წევრი No.: 84340
რეგისტრ.: 10-February 09
#52037877
· 21 Jan 2018, 22:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სუროგატი დედა
--------------------
თუ ცხოვრებით ხარ უკმაყოფილო , ნუ გაბრაზდები ცხოვრებაზე, უბრალოდ შენ არ იცი როგორ იცხოვრო :)
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
მშობლების კლუბი
|
იქით
»
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0497 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.