ბოლო კვირებია მესიზმრება რომ კიბოს დიაგნოზს მისმევენ და მალე მოვკვდები. საშინელად ვგრძობ თავს, განა ვინმე მესვრის ან უცბად მკლავს რაღაც, არა. დრო მაქვს დარჩენილი ასე 1-2 კვირა იმაზე საფიქრელად, რომ მალე მოვკვდები, და ისეთი შეგრძნება მეუფლება ადრე რომ დეპრესია მმქონდა დაახლოებით. ჯერ სიცარიელის, დაუცველობის, მოტყუებულის, დიდი სიყვარულის და ამ სიყვარულის აფსურდულობის. მერე არგუმენტებს ვალაგებ ძილშივე, რომ მაინც ყველა კვდება და ვცდილობ მოვლენის რაციონალურად აღქმას. და ამასობაში ვსუსტდები, თავს ვერ ვშველი და მივდივარ მშვიდად. ამ დროს მეღვიძება
https://www.youtube.com/watch?v=Q5l2ChAqRDg This post has been edited by MeTamashiMinda on 11 Jan 2018, 01:23