ზოგი მერეც ვერ სწავლობს

მაგრამ მართალი გითხრათ თემის არგუმენტები და ის, რომ 50% მართალი დაწერა ავტორმა მხოლოდ დღევანდელობიდან გამომდინარეა.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ : - სასურველია საკუთარი ქვეყნის ისტორია უკეთ ვიცოდეთ, ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც ქალის კულტი აქვს, რომელსაც განსაკუთრებულ და ღირსეულ ადამიანად მიაჩნია, რომელსაც ქალისათვის არასოდეს შეუშლია ხელი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში, ქართველი მამაკაცი მუდამ, ისტორიის გადასახედზე სათანადოდ აფასებდა ქალის ღვაწლს, და მიაჩნდა იგი საზოგადოების სრულფასოვან წევრად მიუხედავად იმისა რომ სხვდასხვა ქვეყნებში ქალი დღესაც დამცრობილ მდგომარეობაშია, ამიტომ არის რომ ჩვენ ვართ ერი რომელმაც საკუთარი რელიგიური მრწამსი სახელმწიფოებრივ რელიგიამდე სწორედ დიდებული ქალის მონაწილეობით აიყვანა, ჩვენ ვართ ერი რომლის განვითარების ოქროს ხანის განსაკუთრებული ისტორიული მონაკვეთი დიდებული ქალის მოღვაწეობას უკავშირდება, ჩვენ ვართ ერი რომლის ისტორიულ წიაღშიც საკუთარი ქვეყნის სიყვარულს ეწირებოდნენ დიდებული ქალები და ჩვენ ვართ ერი რომელმაც კაცობრიობას დაუტოვა ისეთი ნაწარმოებები როგორებიცაა : "ვეფხის-ტყაოსანი" "ვეფხისა და მოყმის ამბავი" - სადაც დედის, როგორც უსაყვარლესი პიროვნების საოცარი ფიქრები და განცდებია გადმოცემული , ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა ალბათ თუ ვიტყვი, რომ კაცობრიობას ბევრი რამის სწავლა მართებს სწორედ ქართველი მამაკაცისგან : - ქალთან ურთიერთობის, ქალზე ფიქრისა და ქალთან თანაცხოვრების შესახებ ... ვერავის დავეთანხმები იმაში, დღეს რომ გამოდიან და გვმოძღვრავენ : - თურმე ქალი იჩაგრება საქართველოშიო ... ქალი კი არ იჩაგრება , ყლ##ური აზროვნება მომრავლდა ქვეყანაში !!! - ბოდიშით, ამოხეთქა და ვთქვი რაააა ... ხუთი გვერდის დაწერა შეიძლემა ამ თემაზე კიდევ

, მაგრამ მოდით ისევ ქალსა და ავტომობილებს დავუბრუნდები : - უნდა იჯდეს ქალი საჭესთან, ქალის ბრალი არ არის რომ სათანადოდ ვერ მართავს, არასათანადო სწავლების ბრალია, ... კი ბატონო, ქალის რეფლექსი რამოდენიმე წამით აგვიანებს მამაკაცის რეფლექსთან შედარებით, მაგრამ ძალიან ბევრი მამაკაცი ზის საჭესთან რომელსაც რეფლექსი საერთოდ არ აქვს

ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან ავტომობილის მართვის სწავლება დაიხვეწება და ქალიც აღარ იქნება კრიტიკის საგანი ამ კუთხით ...