მე მყავს და საკაიფო რამეა

'99 იანი მექანიკაა, 4x4, მარჯვენა რულით, ორკარიანი
წვა 8 - 8.5 ლ. ქალაქში, ტრასაზე არ დამითვლია მაგრამ მემგონი სტაბილურად 8

ხმაურიანია საკმაოდ, კომფორტიც ისე რა (ტროიკა მყავდა მანამდე და იმასთან შედარებით არც თუ ისე კომფორტულია)
კლირენს არ ვუჩივი

ზემო იმერეთიში ვიყავი ასული და ძალიან ცუდ და ზოგჯერ საერთოდ გზა რომ არ იყო, ისეთ გზებზე ვიარე და არსად არც ჩამომიდია და არც გამჭირვებია ასვლა (სალონში ჩემს გარდა 5 კაცი იჯდა საკმაოდ მოზრდილი

)
თოვლშიც მივლია და საკმაოდ დიდ და მოთოვლილ აღმართზე უპრობლემოდ ავსულვარ

სიჩქარით საკმაოდ სწრაფია თავისი ძრავისთვის
ნუ ეს არის რაც ჯერ-ჯერობით შემიძლია ვთქვა ამ მანქანაზე, სულ რაღაც 1 თვეა რაც დავითრიე

მოკლედ თუ გინდა საკმაოდ მაღალი და ეკონომიური უნივერსალი, გირჩევ დაითრიო, ოღონდ ავტომატიკას არ გირჩევ

ესეც ჩემი პიპო

This post has been edited by Obrigado on 2 Mar 2010, 14:32