ვინც პირს მოაღებს ყველას არ უნდა ვუსმინოთ, მითუმეტეს ამ მეტრაკე ფრანგს, თბილისში ცხოვრობს და თავს ქართველად თვლის?
თუ ასე გული შეტკივა ჩავიდეს დასახლდეს და იზრუნოს იქაურობაზე და რომ დაიანხავენ რომ ცხოვრობს ვიღაც იფიქრებენ გაკეთებას
სანამ მაგ სოფლისკენ მთავრობას და ქართველებს მობრუნებას თხოვს, ისინი მიაბრუნოს ვინც ეგ სოფელი მიატოვა
სად არიან მაცხოვრებლები? ვინ გააკეთებს და ააშენებს მიტოვებულ სოფელს? რატომ დატოვეს? ან რატომ მიაგდეს ესე?
და ყველაფერს თავი გავანებოთ მე სოფელში სახლი მქონდეს სიძველისგან თავზე მენგრეოდეს, რა უნდა ვქნა მთავრობას მივვარდე რატომ არ მირემონტებთო და რატომ არ მიკეთებთო? სოფელს თავი რომ გაანებო თუმდაც ქალაქში რას იზამ იგივე სიტუაციაში? გამოვნახავ სახსრებს, ვიშრომებ, ვიმუშავებ და გავაკეთებ...
კი მთავრობას ბევრი რამე ###ზე კიდია მაგრამ რაც ჩემი გასაკეთებელია იმას ქვეყანას და მთავრობას არ მოვთხოვ, მე თუ არ მაინტერესებს რატო უნდა აინტერესებდეს სხვას მითუმეტეს.
ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში სადაც მართლა გაუსაძლისი პირობებია როგორ ცხოვრობს ხალხი მართლა და სოფელს არ ტოვებენ ერთი კაცი ცხოვრობს ხოლმე ერთ სოფელში მარტო, არც წყალი, არც დენი, გაზი ხო საერთოდ და რა უნდათ სვანებს ხო გაუკეთეს მესტია, მოუწყვეს სვანეთი, კეთილი ინებონ და მიხედონ სოფლებსაც, იმის ნაცვლად რომ მესტიაში ასიათასებად მიწები ყიდონ და მერე თბილისში გამოიქცნენ...
არც ოკუპაცის მიტინგზე ვყოფილვარ/ვიქნები და არც ანალოგიურად დეკრიმინალიზაციის. ტირილი, ჭყიპინი და თავის შეცოდება ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დაგვიბრუნებს, არც ფეისბუქზე ფოტოებზე მიწერა "მე ქართველი ვარ და ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ იიი ვინმემ მიშველეთ"

სანამ ესეთების ჯერა ხალხს და სანამ ასეთი მარტივი გზებით ენდოემბათ რამის გაკეთება მანამ არ გვეშველება არაფერი.