მოგესალმებით, ძალიან ხშირია შეკითხვა დამწყებებისგან, როგორ შეიძლება იმ კრიპტოვალუტების ყიდვა, რომლებიც არ არის იმანიზე. დაწვრილებით ავღწერ ერთ-ერთ გზას, ე.წ. ადამიანურ ენაზე და იმედია ბევრს დაეხმარება.
დავიწყოთ 0-იდან. პირველ რიგში ვრეგისტრირდებით
იმანიზე, სადაც საჭიროა ვერიფიკაცია რათა შედარებით უფრო დიდი თანხების ტრანზაქციები მოახერხოთ.
ამის შემდეგ, Paybox -ის აპარატიდან ვრიცხავთ თანხას (კონკრეტულად ამ აპარატიდან) რათა არ გადაიხადოთ საკომისიო და დაგიჯდეთ დარიცხული თანხის 100%. სხვა შემტხვევაში, მაგ. ბანკის ანგარიშდან გადარიცხული თანხა მცირე საკომისიოს წაიღებს.
ვყიდულობთ სასურველი თანხით ბითკოინს, ეთერიუმს, ან რიპლს.
შემდეგ - ვრეგისტრირდებით საიტზე -
binance.com -ზე. ეს გახლავთ ვებ-გვერდი, რომელიც გამოირჩევა უმარტივესი ინტერფეისით. არ სჭირდება არანაირი ვერიფიკაცია.
დარეგისტრირების შემდეგ, მოგენიჭებათ ინდივიდუალური საფულის მისამართი, სადაც იმანიდან ნაყიდი ქოინების გადაგზავნას ბინანსის ზემოთაღნიშნულ მისამართზე შეძლებთ.

რამოდენიმე წუთში თქვენს binance -ს ანგარიშზე აისახება იმანიდან გადარიცხული ქოინები, რის შემდეგაც შეძლებთ საიტზე არსებული ნებისმიერი სხვა ვალუტის შეძენას, გადაცვლას (გადაცვლით ბიტქოინზე და ბიტქონით ყიდულობთ ნებისმიერს) როგორებიცაა: სტელარი, ტრონი, რიპლი, დაში, მონერო და ა.შ.
და რაც მთავარია,
binance.com არის საიტი, სადაც ძალიან კარგი კურსია, არის საიმედო და მარტივი!
ნებისმიერი ვალუტის საკუთარი ინდივიდუალური მისამართის ნახვა შეგიძლიათ ასე: (იმანიდან გადასაგზავნად)

ბინანსს ასევე გააჩნია როგორც ვინდოუსის აპლიკაცია, ასევე სმარტფონებისთვისაც, რომელთა მეშვეობითაც მარტივად შეძლებთ თქვენთვის სასურველი კრიპტოვალუტების სტატისტიკების ნახვას და დაკვირვებას, მათ გადაცვლას სწრაფად და მარტივად სხვა ქოინებზე...
ნებისმიერი კითხვა დაწერეთ ამ თემასთან დაკავშირებით, და ვეცდები ყველანაირად დაგეხმაროთ.
This post has been edited by Liverpooler on 4 Jan 2018, 15:23