რატომღაც გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა,უფრო სწორად ერთ-ერთი იუზერი პოსტმა
შთამაგონა ეს თემა,რომელმაც დაწერა ასე "რა მოგცათ ფორუმა?". და მართლაც რა მომცა
კონკრეტულად მე ფორუმა? ჯერ სანამ დავიწყებ იმაზე საუბარს რა მომცა ტიმის მიერ შექმნილმა
ობობას ქსელმა,რომელიც თავის მახეში გვახვევს და მისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია!
ცოტახნით დავბრუნდები წარსულში,კერძოდ 2007 წელში ,როდესაც შევიძინე სატელიტური ანტენა.
იქედან გამომდინარე რომ აზრზე არ ვიყავი ჩემთვის აქამდის უცნობ მოწყობილობაზე დავიწყე ძებნა და ინფორმაცის მოძიება ინტერნეტით,და აი ასე ავღმოჩნდი ამ ჯადოსნურ სამყაროში რომელსაც "თბილისის ფორუმი" ეწოდება. 2007 წლიდან დაიწყო ჩემი თავგადასავალი,რომელიც დღემდე გრძელდება.
2009 წელს იმის გამო,რომ ერთმა ცნობილმა მოდერმა და მე ვერ გავიყავით ერთი ფორუმელი გოგო და
იმ მოდერმა გამოიყენა ძალაუფლება და ასე დამედო ჩემი პირველი და სამუდამო ბანი.
2013 წლამდე აღარ შემოვსულვარ ფორუმზე. ეს ისე ჩემი ბიოგრაფია ფორუმზე.
ახლა, რა მომცა ფორუმა იმაზე ვისაუბრებ! მოკლედ,პირველ რიგში ფორუმის დახმარებით შევიძინე უამრავი მეგობარი,გავიცანი სასიამოვნო და განათლებული ხალხი! ასევე ბევრი ისეთებიც გავიცანი რომელთ არსებობა მანამდე ვერც წარმომედგინა. ასევე მივიღე ცოდნა! კერძოდ იმის ცოდნა,რომ არ შეიძლება
ყველა ადამინს ეკამათო და უფრო მეტიც ჯანსაღი კამათი ჩვენთან,თითქმის არავის არ შეუძლია.
ვისწავლე ადამინების შეცნობა ,თუნდაც პოსტების მიხედვით და ის რომ ყველას არ უნდა ენდო,უფრო სწორად
საკუთარი თავის გარდა არავის არ უნდა ენდო! არც უნდა მოუშვა ადამიანები ძალიან ახლოს და შიშველი
აბჯრის გარეშე უბრალო გამარჯობაც არ უნდა თქვა. არავინ არ უნდა აქციო იდეალად და ეცადო მის გაღმერთებას...არ აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება რომელიც მოგეწონა,თუ კაცი რომლსაც ერთი შეხედვით
კარგად გაუგე და დამეგობრდით. უნდა დაუკვირდე ყველა სიტყვას და ქცევას,რადგან ერთი პატარა შეცდომაც
შეიძლება მომავალში ცუდად შემგიტრიალდეს. საკუთარ საქციელზე ყოველთვის პასუხი უნდა აგო და ნიკების
შეცვლით და ნიღბების მორიგებით პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი!
ბონუსად მივიღე ცოდნა სხვადასხვა თემებზე; თუნდაც იგივე პიკაპის შესახებ ფორუმიდან გავიგე და ასევე
მივხვდი,რომ ფეხბურთი უბრალოდ 11 ვს 11 არ არის და სხვა ნუვანსებიც არსებობს!
მადლობა ამისთვის ბატონ იუზერ უმსგავსოს. ასევე ვისწავლე ბრაზის კონტროლი და ემოციების
მოთოკვა,ტროლების ამოცნობა და დებატების ისე წარმართვა რომ ყველფერი ზედმეტი ექსცესების
გარეშე დამთავრდეს,რაც პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში ძალიან გამომადგება.
მადლობა ბატონო Tim შენ ამისთვის,რომ ეს ფორუმი გვაჩუქე და ამდენ ერთმანეთისგან განსხვავებული
ადამიანს ერთ სივრცეში მოგვიყარე თავი და მოგვეცი საშვალება გაგვეცალა ცოდნა და გაგვეზიარებია,
ერთმანეთის შეხედულებები და აზრები. იმედს ვიტოვებ ფორუმი არსებობას არასოდეს შეწყვეტს და
ის უმნიშვნელო როლს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში, და კვლავ შეასრულებს მისას ქვეყანაშ
სიტყვის თავისუფლების და საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების სურვილის საქმეში.
მოდერ, არ დახურო ეს თეამ და თუ აქ ირღვევა წესები შეგიძლია სხვა განყოფილებაში გადაიტანო.
თქვენ რა მოგცათ ფორუმა ?
პ.ს მეგობრებო,ფორუმი მარტო ტიმის არ არის! ის ყველასია. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ..
თავის ინტრიგებით,კინკლაობებით და სითობოს გაზიარებით (მართლაი ეს უკანასკნელი იშვიათად),მაგრამ მაინც არის რაღაც დადებით