ძვირფასო ფორუმელებო ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს! მრავალს დაესწარით!
მოდერაციას ვთხოვ ამ თემას ნუ გადაუშვებს მოგზაურთა კლუბში,რამეთუ ამ თემაში პოლიტიკის ელემენტები გარკვეულწილად არის.
მოხდა ისე,რომ გარკვეული გარემოების გამო ახალი წლის წინა დღეები და ასევე ახალი წელი ერევანში გავატარე და მინდა პირადი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.
მიშისტობას ვერავინ დამწამებს,მაგრამ სომხეთში ყოფნისას მძაფრად ვიგრძენი,თუ როგორ აკლია მიშას ხელი სომხეთს.
ყოველგვარი ღადავის გარეშე სომხები პირად საუბრებში არ მალავდნენ აღტაცებას,აღრფთოვანებას სააკაშვილის მიმართ.ჩემმა საუბარმა ცოცხების და ნაცების სხვა საგმირო საქმეების შესახებ ვერ გასჭრა.
სომხეთი,ეს პატარა ციცქნა ქვეყანა კორუფციის ისეთ დამყაყებულ ჭაობშია ჩაშვებული,რომ იქ მართლაც სააკაშვილისნაირ მართველობას ნატრობენ.ერევნელებს მოსწონთ მისი გაბედული რეფორმები,არც უაზრო ქმედებები ავიწყდებათ.რუსებთან ომი როგორმე უნდა აეცილებინაო.ტერიტორიები არ უნდა დაეკარგაო..მოკლედ ამ მინუსების მიუხედავად მიშას ავტორიტეტი მაინც მაღალია.
ყოველ წელს უამრავი სომეხი ჩადის აჭარაში,ჩამოდიან თბილისში და რასაც ხედავენ,აკვირდებიან და მერე თავიანთ ახლობლებს აღტაცებით უზიარებენ.: აი საქართველოში ამ მოკლე ხანში რამდენი რამ გაკეთდა,აშენდა და რამდენი რამ ძირფესვიანად შეიცვალაო,ჩვენ კიდევ ისევ მე-20 საუკუნეში დავრჩითო...
სადახლოს გამშვები პუნქტი მართლაც თვალს უბრმავებს სომხებს. არადა რამოდენიმე წლის წინ აქ, ქართველი მესაზღვრეები რაღაც უბადრუკ ბარაკში თუ ვაგონში იჯდნენ, ხოლო სომხებს ჰქონდათ ცივილიზებული ნაგებობა,კონდიციონერით.
ახლა გადიხარ ქართულ სასაზღვრო-საბაჟო ტერმინალში და გული სიამაყით გევსება...სომხებმაც ეტყობა ჯინაზე ახალი ტერმინალი ააშენეს,მაგრამ ქართულთან ახლოს ვერ მოვა...
გადიხარ ლორე-ტაშირის გზაზე,ეს ჩვენი ძირძველი მიწები....უკვე აქ კარგად აფასებ საქართველოს გზების ხარისხს და ამ დარგში მიშას ღვაწლს..
გაგეცინებათ მიშისტებო და ბიძინისტებო,თუ გინდათ ობიექტურად,სხვა განზომილებით შეაფასოთ ჩვენი პრეზიდენტის 9 წლიანი მოღვაწეობა,აუცილებლად ესტუმრეთ ერევანს.
მოსაყოლი კი ბევრია,ერთ პოსტში ბევრს ვერ ვწერ, სამწუხაროდ ფოტოები ცოტა შემომრჩა,ბავშვმა წამიშალა,რაც დარჩა,დავდებ აქ.
აი ეს არის ლორეს ტერიტორია,მდინარე დებედის ხეობა,აქედან გზა მიდის ქალაქ ალავერდისკენ.
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი