ეს გოგო ელენე სააკაშვილია - მიჰუილას ძმისშვილი ყოფილა, თუმცა, რომელი ძმისშვილი, არ ვიცი...

ფბ-ზე აქტიურად არეკლამებს-ხოლმე პანფილოვი ოლეგა და ნაცსასტავი... ბოლო დროს დაიწყეს...
გადავხედე პროფილს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობს (რატო არა, რა... ფული არა აქვთ, თუ რა) პოლიტიკურ მეცნიერებებს... ვიღაც უცხოელ ცნობილ პოლიტიკოსებს ხვდება პერიოდულად...
ჰოდა, რა ხდება? - სააკაშვილების დინასტიის ახალ ამომავალ ვარსკვლავს ამზადებენ?... თან ქალია და უპირატესობა ექნება... ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა დასრულდეს ეს წინაპირებით გადმოცემული თანამდებობები და დინასტიური ჩანაცვლებები?...
შორს სააკაშვილების მთელი ოჯახი ქართული პოლიტიკისგან...

თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, ჩაუშესკუს ოჯახის წევრი ან ნათესავი მოვიდეს თავისი ქვეყნის ხელისუფლებაში?... ან სადამ ჰუსეინის, ან კადაფის?... ასევე, უნდა იყოს საქართველოშიც, თორემ ეგრე სადაა, ბიძა ქვეყანას დააქცევს, მერე ძმისშვილი მოგვაჯდება ხალხისგან ნაძარცვი ფულებით, მერე იმის შვილიშვილი და ასე შემდეგ...