#52006204 · 16 Jan 2018, 02:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ ,პატივცემულო ფორუმის ყოვლის მცოდნე და ბევრის მნახველო საზოგადოება. მოკლედ ალბათ ჩემს პოსტებს ხშირად ნახავთ ვინც აქ პოსტავთ. იმასაც შეამჩნევდით რომ ძალიან ემოციური და ბუნჩულა გულს პატრონი ვარ... ყველაფერს განვიცდი. დაკომპლექსებული ვარ ჩემი სიმაღლით.. სულ რაღაც 165 სმ ვარ. ამ ბოლო დროს მომინდა სერიოზული ურთიერთობა , რომელიც დიდი ხანია არ მქონია... უკვე იმ ასაკში ვარ რომ პატარა აღარ მეთქმის, პირიქით. ჰოდა, მეც გადავწყვიტე ბედი მეცადა ფორუმზე! კერძოდ ფორუმელ მანდილოსნებთან, მაგრამ მივიღე ძალიან დიდი შოკი... მეტსაც გეტყვით კიდევ უფრო დავკოპლექსდი. თითქმის ყველა გოგომ დამუწუნა იმის გამო რომ არ ვარ თბილისელი და მაქვს კილო. ზოგმა მომიშორა ზდილობიანად , ზოგმაც ეგრევე მაჯახა ეს მწარე სიმართლე... ნუთუ ამხელა მნიშვნელობას ანიჭებთ ჯერ კიდევ იმას რომ ბიჭი არ არის თბილისელი? ძალიან დართგუნული ვარ. ერთი დადებითი ის არის რომ 165 სმ რომ ვარ ეგ გადამავიწყდა და იმან უფრო დამთგურნა რომ პროვინციელი ვარ და ჩემსავით პროვინციელთან უნდა ვცადო ბედი. ჯერ კიდევ რამხელა უფსკრული გვაშორებს ერთმანეთისგან ამ ერთ სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხს, მაგრამ ასე დაყოფილი კუთხებათ... ბოდიში თემის ას გახსნისთვის... არ დახუროთ ჩემი სათქმელი მინდოდა მეთქვა და იქნება სხვებსაც აწუხებს იგვე პრობლემა
|