ვაკეთებთ ონლაინ პროექტს, გვჭირდება თანამშრომლები კონტენტ მენეჯერის თანამდებობაზე. პროექტი არის ინგლისურენოვანი, შესაბამისად მოვითხოვთ ინგლისურის სრულყოფილად ცოდნას. სპეც ტერმინოლოგიასთან არ იქნება შეხება, მხოლოდ სტანდარტული საბაზისო ინგლისური
შესასრულებელი სამუშაო:
პროექტის თემატიკაში გარკვევა
ტექსტის თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით
თემატური ინფორმაციის მოძიება გუგლში
სოციალურ ქსელებში პოსტინგი
საიტზე ინფორმაციის დამატება-კორექტირება
მოთხოვნები:
კომპიუტერული უნარ ჩვევები
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
გუნდურად მუშაობის უნარი
სამუშაო ადგილი არის ორთაჭალა, სამუშაო გრაფიკი სრული 8 საათი დღეში, კვირაში 6 დღე, ანაზღაურება პირველ ეტაპზე 400 ლარი + ბონუსები პროექტის განვითარების, დამატებითი ნამუშევარი საათების და შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
სამუშაო გამოცდილებას და ჰარვარდის დიპლომს არ ვითხოვთ, მოგიწევთ იმუშაოთ გამოსაცდელი ვადა 1-3 დღე, შეგვიძლია დროშიც შეგიწყოთ ხელი თუ დაგჭირდებათ. მთავარია პროექტი არ ჩამორჩეს ვადებს
მსურველებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე sipragio@gmail.com, დამატებით კითხვებზე გიპასუზებთ აქ ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით
პ.ს მაქვს აქ განცხადების განთავსების გამოცდილება, ვიცი რომ მრავლად იქნება "მონა გინდათ", "5000$ ნაკლებად არ იმუშავებთ ამ პოზიციაზე" მსგავსი გამოსვლები მაგრამ ეს პროექტს, კომპანიას და პირადად მე არ გვაღელვებს
Armenicum - სომხური წარმოების კიბოს წამალი. მართალია კიბოს არ არჩენს მაგრამ არც აჩენს!