#52010067 · 16 Jan 2018, 20:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თერმოპასტა იყო გამოსაცვლელი და ითიშებოდა თუ დავტვირთავდი..
შეცვლა მეზარებოდა და ამიტომ ცივ წყალს ვასხავდი თერმუსის მსგავს ჭურჭელში და ქულერის და დენის კაბელის მხარეს მედო კლავიატურაზე.. + ცოტას ვასველებდი ამ ჭურჭელის ქვემოთ კლავიატურას და ჩასართავი ღილაკის შემოგარენს..
ასე დიდ ხანს ძლებდა და არ ითიშებოდა..
არ ვფრთხილობდი არ მეშინოდა წვეთების ჩასვლის ღილაკებიდან რადგან უცებ შრებოდა.. მაგრამ გუშინ ასე რომ გავაკეთე, წყალი შევცვალე და მალევე გამოვრთე ლეპტოპი, ეს წვეთები არ გაშრა და ჩავიდა დაბლა როგორც ჩანს რადგან აღარ ირთვება..
ერთი დეტალია.. დენის კაბელს ხომ აქვს ბლოკი სადღაც შუა წელზე და ამ ბლოკს პატარა ნათურა აქვს როგორც სატენების ნაწილს აქვთ.. ხო'და ეს ნათურა სულ ანათებს დენში თუა ჩართული კაბელი და თუ შევაერთებ ლეპტოპში, ეს ნათურა ციმციმებს სულ.. ტანაბრად.. ქვრება და ინთება სწრაფ-სწრაფად.. რაც მანამდე არ მინახავს.. და მანამდე არ შვრებოდა...
ლეპტოპი რომ ავიღე და ამოვატრიალე, მტვერი სულ დაცობილი იყო საჰაეროებზე.. ერთ-ერთი მიზეზი ეს იქნებოდა გათიშვების, თერმოპასტასთან ერთად..
ელემენტის ამოღება-ჩადება ვცადე მარა შედეგი 0.. მერე სულ გავწმინდე (გარედან) და ფენით დავუარე.. ასევე შიგნიდან შევათბ-გამოვაშრე ფენით.. ქულერის მხრიდან.. მარა შედეგი არაა მაინც.. რეაქცია არ აქვს ჩართვის ღილაკს რომ ვაწვები..
უნდა გავხსნა მაგრამ მანამდე რჩევები და ვარიანტები მინდოდა თქვენგან.. რას ფიქრობთ რა პრობლემა შეიძლება იყოს ან რა ვარიანტმა შეიძლება უშველოს სახლის პირობებში..
დიდად მადლობელი ვარ წინასწარ, რჩევებისთვის/აზრებისთვის...
--------------------
ეს ერიკს პლიუს ტონი უდრის ლოვე ვისთანაა ხოარ იცი? © gramatikikina
ბებია მყავდა დაბალი და მაგაზე უტკბესი და უსაყვარლესი ქალი ცხოვრებაში არ მინახავს © Pagliacci ყველა დაბალი კი არაა ავი მერე. ბებიაჩემიც არ იყო მაღალი, მარა ეგეც ზედ ევლებოდა ყველას © SabArch
|