აქაურ ტრამპმოძუელეებს არ მოეწონებათ

დონალდ ტრამპმა „ფეიქ ნიუსის“ გამარჯვებულები დაასახელა
11:33 18-01-2018
ინფორმაცია აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„2017 წელი მიკერძოების, უსამართლო მედია გაშუქებისა და კიდევ უარესი, ყალბი სიახლეების წელი იყო. კვლევებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტ ტრამპის შესახებ გაშუქებული სიახლეების 90% უარყოფითი იყო“, - ნათქვამია GOP.com -ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
ამ კატეგორიაში დასახელდნენ:
New York Times-ის მიმომხილველმა პოლ კრუგმანმა პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გამარჯვების დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვეღარასდროს გამოსწორდებოდა;
ABC News-ის კორესპონდენტმა ბრაიან როსმა არასწორი ანგარიში გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მაიკლ ფლინის შესახებ;
CNN-მა არასწორად გამოაცხადა, რომ კანდიდატ დონალდ ტრამპსა და მის ვაჟს, დონალდ ტრამპ უმცროსს ჰქონდათ „ვიკილიქსის“დოკუმენტებზე წვდომა;
TIME-მა არასწორად განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტი მოაშორა;
Washington Post-მა არასწორად განაცხადა, თითქოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პენსაკოლაში, ფლორიდის შტატში ცარიელ დარბაზში მოხდა. უღირსმა რეპორტიორმა ცარიელი ადგილები გადაიღო ხალხის მოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე;
CNN-მა ვიდეოს არასწორი რედაქტირება გააკეთა, რათა ეჩვენებინა, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა უხეშად გადაუყარა თევზებს საკვები იაპონიაში ვიზიტისას. სინამდვილეში პირველად იპონიის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა იგივე;
CNN-მა არასწორად განაცხადა თეთრი სახლის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის ენტონი სკარამუჩის ერთ-ერთ რუსთან შეხვედრაზე, თუმცა შემდეგ უკან დაიხია;
Newsweek-მა არასწორად განაცხადა, თითქოს პოლონეთის პირველმა ლედიმ აგატა კორნჰაუსერ-დუდამ შეხვედრისას ხელი არ ჩამოართვა პრეზიდენტ ტრამპს;
CNN-ის განცხადება მცდარი იყო, თითქოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ეჭვი გამოთქვა პრეზიდენტ ტრამპის მტკიცებაზე, რომ მასზე გამოძიება არ მიმდინარეობდა;
New York Times-მა გარეკანზე გამოაქვეყნა მცდარი განცხადება, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციამ დამალა კვლევა კლიმატური ცვლილების შესახებ;
„რუსეთთან გარიგება“. რუსეთთან გარიგება არის უდიდესი ტყუილი ამერიკელ ხალხს თავს მოახვიეს. არ ყოფილა გარიგება!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
IPN
This post has been edited by Lаki on 18 Jan 2018, 11:50
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3