#52068620 · 27 Jan 2018, 00:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ პროექტზე რა თანხასაც ჩადებ, იმის მხოლოდ 40 პროცენტს დაგიბრუნებს უკან, მერე დაგიწერს რომ გოლდ-ები (იგივე ქეშპოინტებია) არ გყოფნისო და ეს ქეშპოინტები-გოლდები 2 გზით შეიძლება მიიღო: 1) ან თავად უნდა შეიტანო თანხა და იმის 40 პროცენტი შეგეძლება გამოტანა (ანუ ისევ წაგებაში ხარ). და 2) უნდა მოიძიო რეფერალები, რომლებიც ჩადებენ თანხას და იმ თანხის პროცენტები (20 თუ 30-ია) გეძლევა ქეშპოინტად, რომ რაღაც კიდევ გამოიტანო. მე წამოვეგე ამაზე აქაური ფორუმელის "რეკომენდაციით"და ჩავტოვე ეს პროექტი. ჩვენმა მეგობარმა "გურგენამ" ჯერ არ იცის ალბათ და ჯერ გამოაქვს, მაგრამ მისი შეტანილი თანხის 40 პროცენტს რომ გადაცდება, არაო - გოლდები გაკლიაო და მეტს არ მისცემენ. ამეებში საკმაოდ ვერკვევი უკვე და სანამ დარეგისტრირდებით რომელიმე პროექტზე, მკითხეთ და აგიხსნით რისკებს და გამომუშავების ალგორითმს.
|