#52032357 · 20 Jan 2018, 21:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2H - გამოიყენება მყარ გრუნტზე სიარულისას როცა საჭიროა საწვავის ეკონომია. 4H - წვიმა, თოვლი, ხრეშიანი გზა. ამ რეჟიმში სიარულისას მანქანა შეგვიძლია ვატაროთ ჩვეულებრივად დიდი სიჩქარითაც. 4HLc - ეს რეჟიმი განკუთვნილია რთული გზებისთვის სადაც მანქანის გამავლობის სრულად გამოყენებაა საჭირო. მყარ გრუნტზე ამ რეჟიმში სიარული არ შეიძლება რადგან იზრდება დატვირთვა ტრანსმისიაზე. 4LLc - წინა რეჟიმს ემატება დამადაბლებელი გადაცემა. გამოიყენება თუ მანქანას არ ყოფნის "გაწევა" 4H პოზიციის გამოყენებას დავამატებ: გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გრუნტზე(ასფალტი, ხრეში, მიწა, თოვლი და ა.შ.) და ნებისმიერი სიჩქარის დროს, როდესაც: 1, უკანა საბურავებით ბუქსაობს და კარგავს გამავლობას 2. მოსახვევებში იქმნება ზანოსის საშიშროება. უარყოფითი მხარე: საწვავის ხარჯის მომატება 4H და 4HLც პოზიციაზე გადართვა ხდება მოძრაობსას, ხოლო 4LLც პოზიციაში, გაჩერებულ მდგომარეობაში
|