ამერიკაში აბორტის საწინააღმდეგოდ გაიმართა მარში სახელწოდებით "მარში სიცოცხლისთვის".
https://www.facebook.com/drophotos/photos/a...?type=3&theaterდღეს მე ძალიან ამაყი ვარ! ამაყი ვარ, რომ ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელიც დგას თქვენს წინაშე, თეთრ სახლთან ორმოცდამეხუთ მარშზე... ეს მართლაც განსაკუთრებული გრძნობაა! ორმოცდამეხუთე მარშია, ორმოცდამეხუთე სიცოცხლის მარში! დღეს ათი ათასობით ოჯახი, უამრავი მოსწავლე და მშობელი, შესანიშნავი ადამიანები შეიკრინენ აქ. თქვენ მოდით სხვადასხვა ადგილებიდან, მაგრამ ყველას გაქვთ ერთი მიზანი, შექმნათ საზოგადოება , რომელიც ზეიმობს და იცავს სიცოცხლეს! "სიცოცხლის მარში" სიყვარულისგან შობილი მოძრაობაა. თქვენ გიყვართ თქვენი ოჯახები, თქვენი მეზობლები, თქვენი ერი! თქვენ გიყვართ ყველა ბავშვი, დაბადებული თუ დაუბადებელი, რადგან გწამთ, რომ ყოველი სიცოცხლე საიდუმლოა, ყოველი სიცოცხლე სასიამოვნო საჩუქარია ღვთისგან.
ჩვენ ვიცით, რომ სიცოცხლე ყველაზე დიდი სასწაულია სამყაროში. ახალგაზრდა დედის თვალებში ჩანს უმანკოება, სიკეთე და სიყვარული ახალშობილისადმი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ზრუნავს მშობლებზე, რომ მათ შვან ახალი სიცოცხლე და იყვნენ დაცულები.
თქვენი დამსახურებით, დაიბადა ათი ათასობით ამერიკელი ადამიანი და მათ მიეცათ შესაძლებლობა გამოეყენებინათ ღვთის მიერ ნაბოძები სიცოცხლე და განვითარებულიყვნენ. სიყვარული იცავს სიცოცხლეს! ",- დონალდ ტრამპი.