#52200242 · 17 Feb 2018, 04:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, ფორუმელებო. პროფესიული კავშირის შექმნასთან დაკავშირებით მაქვს რამდენიმე კითხვა:
1. პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონის 7.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ პროფკავშირს შეუძლია შექმნას პირველადი ორგანიზაციები სამუშაო ადგილზე, ასევე რეგიონალური, საქალაქო და ა.შ. ორგანიზაციები. კონკრეტულ შემთხვევაში, არ გვაინტერესებს ორგანიზაციის იერარქიულად მოწყობა. გვინდა შედგებოდეს სულ 3 რგოლისგან - წევრთა საერთო კრება, გამგეობა და აღმასრულებელი დირექტორი. ასეთი სტრუქტურა წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის კანონმდებლობასთან? 2. იმავე კანონის 2.9 მუხლში წერია, რომ პროფკავშირის შექმნა შეუძლია მინიმუმ 50 პირს. ეს 50 პირი ერთი და იგივე დაწესებულების თანამშრომელი უნდა იყოს? 3. დახმარება მჭირდება ამავე კანონის 2.6 მუხლის სწორად ინტერპრეტაციაში:
| QUOTE | | 6. პროფესიული კავშირი იქმნება დარგობრივი, საწარმოო, ტერიტორიული ან პროფესიული სპეციფიკის სხვა ნიშნის მიხედვით. |
თუ სწორად ვხვდები, შეიძლება შევქმნათ "საქართველოს მესანთლეთა პროფესიული კავშირი", რომელიც იქნება ტერიტორიული და დარგობრივი ნიშნის მიხედვით შექმნილი ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანება ამ დარგში დასაქმებულ ყველა მსურველს. ასევე შეგვიძლია შევქმნათ შპს "ჩირაღდანის" მუშაკთა პროფესიული კავშირი, რომელშიც შეიძლება გაწევრიანდნენ "ჩირაღდანის" მუშაკები. სწორია ეს ინტერპრეტაცია? ბმული კანონზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/33376
--------------------
UGT Must Go AWAY! -->> https://goo.gl/9mUzvQ
სახლის აუცილებელი ატრიბუტი - ~/.bashrc
The two basic principles of Windows system administration: For minor problems, reboot For major problems, reinstall
|