რათქმაუნდა სტრუქტურულად პირამიდაა

გინდა მიწოდება მოთხოვნით შეიფუთოს რაც გინდა ის დაარქვი ყველა ვარიანტში აზრი მაინც ერთი გამოდის რომ ვინც შენზე წინ იყიდის ნაკლებ ფასში ის რჩება მოგებული. და სტრუქტურულად თუ კაპიტალიზაციას გამოაცლი პირამიდას დარჩება ცენტები ან არაფერი ათასობით დოლარიდან რაც თავისთავად სტრუქტურულად პირამიდაა.
მაგრამ პირამიდა ცუდი სიტყვა არ არის როგორც ბევრს მიაჩნია და სალანძღავი სიტყვა გონიათ

პირამიდულ სტრუქტურას უამრავი ორგანიზაცია იყენებს.
კონკრეტულად კრიფტო სფერო დიდი რისკის მატარებელია. თუმცა ასევე დიდი შანსია დიდი მოგების ნახვის.
მსოფლიო მილიარდელების უმრავლესობა (ასევე მილიონერების) პირამიდული სქემებით არის გამდიდრებული და მათთან ერთად უამრავი არის გამდიდრებული და აქვთ ნაშოვნი მილიონობით დოლარი.
(ასევე არიან ადამიანები ვინც მოგების ნაცვლად დიდი ზარალი ნახეს)
პირადად ჩემი აზრით პირამიდული სქემა ძალიან მომგებიანია დიდი ხანია არსებობოს და ყოველთვის იარსებებს. გააჩნია ვინ როგორ გამოიყენებს.
პირამიდაში შესვლა ვალით ბანკის სესხებით და ა.შ არის უდიდესი სისულელე და უამრავ ადამიანს განსაკუთრებით საზღვარგარეთ თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე. ვინც მთელი ცხოვრება ჩადო პირამიდაში და წააგო.
შესაბამისად იმაზე კი არ უნდა იყოს საუბარი რომ პირამიდა ხიხია და ცუდია. პირამიდა რისკია. ხოლო რისკს ვინც ვალით აკეთებს ის უბრალოდ სულელია.
კრიფტო სფეროში ნებისმიერ თემაში გარისკეთ მხოლოდ ის თანხა რისი დაკარგვაც ზიანს არ მოგაყენებთ ხოლო გაორმაგება და გაათმაგება რათქმაუნდა გარგებთ.
მე საკმაოდ დიდი თანხები მაქვს დაკარგული თრეიდინგშიც და სხვადასხვა ჰაიპებშიც.
თუმცა ჩემი მოგება ბევრად აღემატება დაკარგულ თანხებს.
ასევე ვისთვისაც მირჩევია და დროულად გაუაზრებია აბსოლუტურად ყველას მოუგია.
კრიფტო სამყაროს ბევრი ფიქრი არ უყვარს შეიძლება აზრს მოკლებულად ჟღერდეს მაგრამ ეგრეა. კრიფტო სამყაროში ძალიან სწრაფად ხდება ცვლილებები. და თუ არ გაქვს ამ რიტმში ჩაბმის თავი არც უნდა შეხვიდე.
ძალიან ხშირად ამბობენ რომ თრეიდინგი და სახლის მაინინგი ურისკოა რაც აბსოლუტური სისულელეა. უამრავ ადამიანს ჩემი ჩათვლით ფული დაუკარგავს თრეიდინგში. რაც შეეხება მაინინგს პირადად ჩემს ახლობელს დაეწვა 250 ათასი $ - ის ფერმა. ასევე უამრავს ჩამოუვიდა ბრაკი ან აქ გაუფუჭდა.
ასე რომ ურისკო ამ სფეროში არაფერია. ყველა საქმიანობაში არის რისკი ხოლო ჩვენ შეგვიძლია რისკები გავაანალიზოთ და საუკეთესო ვარიანტი შევარჩიოთ ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში!