"რკინის კანცლერი" ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898 წწ.) ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე და მოაზროვნეა ისტორიაში.
მის პიროვნებაში ყველაზე მეტად ის მხიბლავს, რომ გამოირჩეოდა შესაშური ზომიერებით და გაწონასწორებულობით, რასაც შედეგად მოჰყვა გერმანიის უზარმაზარი ტერიტორიების გაერთიანება ერთი სახელმწიფოს დროშის ქვეშ და გერმანიის იმპერიის (მეორე რაიხი) დაარსება! ასევე უზარმაზარი გერმანული არმიის შექმნა, რომელმაც უმოწყალოდ მოცელა ომში ავსტრიის იმპერია, რომელიც მაშინ უძლიერესი სახელმწიფო იყო და საფრანგეთის იმპერია, რომლის იმპერატორი ლუი-ნაპოლეონი ტყვედაც ჩაიგდო ომში და შემდეგ შიგ პარიზში გამოუცხადა მეორე რაიხის დაარსება! ზავი რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის დაიდო გერმანიას ძალზედ კარგ პირობებში აყენებდა, მას გადაეცა ელზასი და ლოთარინგია, ასევე ხუთი მილიარდი ოქროს ფრანკი რეპარაციის სახით. ამის შემდგომ საფრანგეთის ავტორიტეტი ძალზედ დაეცა მსოფლიოში.
ბისმარკმა სიკვდილის წინ იწინასწარმეტყველა, რომ გერმანიის მმართველები მისი სიკვდილის შემდეგ ვერ იქნებოდნენ მოწოდების სიმაღლეზე, რაც გერმანიისთვის მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. მისი წინასწარმეტყველება რამდენიმე წელიწადში ახდა, როცა გერმანია პირველი მსოფლიო ომის ჯოჯოხეთში გაეხვა.. როგორ დასრულდა ეს ომი მისთვის, კარგად იცით ყველამ...
ბისმარკის გამონათქვამები:
მთავარია ჯერ დაიპყრო მტრის ქალაქი და შემდეგ უკვე ისტორიკოსები "დაამტკიცებენ", თუ რატომ იყო ეს ქალაქი ისტორიულად შენი საკუთრება .
რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები.
ისე ისწავლე, თითქოს მარადიული ცხოვრებისთვის იყო გაჩენილი, მაგრამ იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ უნდა მოკვდე
თუკი გიყვართ კანონები ან სოსისები, გირჩევთ, არასდროს უყუროთ მათი დამზადების პროცესს.
მას, ვინც 19 წლის ასაკში სოციალისტი არაა, არა აქვს გული, ხოლო თუკი 30 წლისა ჯერ კიდევ სოციალისტია, მაშინ ტვინი არ ჰქონია.
იყავი ზრდილობიანი და წერე დიპლომატიურად. მაშინაც კი, როცა ომისათვის ადგენ დეკლარაციას, საჭიროა დაიცვა ზრდილობის ნორმები.
სიბრიყვე ღვთისგან ბოძებული ნიჭია, მაგრამ არაა საჭირო, ბოროტად ისარგებლო ამ ნიჭით.
კარგი ჩინოვნიკებისათვის სავსებით შესაძლებელია ცუდი კანონებით ქვეყნის მართვა, მაგრამ თუკი თავად ჩინოვნიკები არ ვარგიან, მათ საუკეთესო კანონებიც კი ვერაფერს უშველის.
რა წიგნებს ან სტატიებს დაასახელებდით ბისმარკის შესახებ?
მე ბოლოს რაც წავიკითხე, ეს იყო თორნიკე შარაშენიძის წიგნი "დიპლომატიის ისტორია". საკმაოდ ნორმალური წიგნია.
საჯაროს საიტზე ესენი ვნახე კიდე:
ჩოჩია, ვაჟა-ბისმარკი და გერმანიის საგარეო პოლიტიკა (1871-1882) / [რედ.: ილია ტაბაღუა]. - თბ. : ნიკე, 1996.
ადამია, შ.-გერმანიის ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი გაერთიანება და ბისმარკი : თეზისები / სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - თბ., [1941].
ჭავჭავაძე, ი. (ილია, 1837-1907) თხზულებათა სრული კრებული : 20 ტომად / ილია ჭავჭავაძე ; [რედ.: გიორგი ციციშვილი] ; საქ. სსრ მეცნ. აკად., ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1987-. - 20 სმ.[MFN: 1490] ტ. 8 : პუბლიცისტური წერილები, 1886 წ. მაისი-დეკემბერი / [ტექსტი გამოსაც. მოამზადა, შენიშვნ. და საძიებლები დაურთო ლამარა მეგრელიშვილმა ; ტომის რედ. ზურაბ ჭუმბურიძე ; მხატვ. გიორგი ლომიძე]. - ილიას ფონდი, 2007. - 731 გვ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - სახელშეკრ. ფასი : 300 ც.[MFN: 131768] შინაარსი: ჩვენი ხალხი და განათლება; ნავთობის ბაჟი; თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგე კრების გამო; გერმანიის ურთიერთობა ინგლისს-საფრანგეთთან; გლადსტონის ახალი პროექტი და ირლანდიის საკითხი; ბრძოლა პარლამენტში გლადსტონის პროექტის გამო; ჩვენი ეკონომიკური საჭიროებანი და გზების საკითხი; გაზეთ "კავკაზის" წერილების გამო; პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო; ცალკე საკითხები; დავა საზღვრის გამო რუსეთსა და ჩინეთს შორის; გლადსტონის პროექტი ირლანდიის თვითმმართველობის შესახებ; ირლანდიის თვითმმართველობის უფლება და მისი მოწინააღმდეგები; აკაკი წერეთელი და ბანკი; ევროპის პოლიტიკური ვითარების მიმოხილვა; ბავარიის მეფე ლუდვიგ II; პრინცების განდევნის საქმე; ბავარია და ბისმარკი; გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობა; დასთა შორის ბრძოლა პარლამენტში; რუსეთი და ბულგარეთი; ბრძოლა გლადსტონის პროექტის გამო; ლუარსაბ წამებული; მთავარი ალექსანდრე და ბალკანეთის პრობლემა და სხვ.
ჩოჩია, ვაჟა-ბისმარკი და გერმანიის პრობლემა (1862-1882) / ვაჟა ჩოჩია ; [რედ. მ. პაპაშვილი]. - თბ. : უნივერსალი, 2011.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
არა არს დაფარულ...