ანგარიში: "რუსეთი აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოხდენას Google-ის მეშვეობითაც ცდილობდა"
"რუსეთის ოპერატიულმა სამსახურებმა მსოფლიოს უდიდეს საძიებო სისტემა „გუგლს“ რეკლამისთვის ათეულობით ათასი დოლარი გადაუხადეს. ამ ყველაფრის მიზანი კი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში უძრავი ქონების მაგნატის, დონალდ ტრამპის გამარჯვება იყო" - ეს ინფორმაცია დღეს გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა.
ადამიანებმა, რომლებიც "გუგლის" მიერ წარმოებული შიდა გამოძიების დეტალებს იცნობენ, ჟურნალისტებს უთხრეს, რომ კომპანიამ გაარკვია, რომ რუსეთის აგენტები მიზნად ისახავდნენ "გუგლის" რამდენიმე პლატფორმით - მათ შორის, "გუგლის" საძიებო სისტემით, "იუთუბითა" და "დაბლ-კლიკის" სარეკლამო პროგრამის საშუალებით - გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დეზინფორმაცია გაევრცელებინათ.
გაზეთის ინფორმაციით, ამ რეკლამების შეძენის კვალს კრემლთან პირდაპირ დაკავშირებულ იმ ჯგუფთან არ მივყავართ, რომელმაც მსგავსი მიზნების შესასრულებლად "ფეისბუქისგან" შეიძინა მომსახურება.
ამის პარალელურად, კონგრესის რამდენიმე კომიტეტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს უკვე თვეებია იძიებს. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურები ასკვნიან, რომ ეს პროცესი უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო მართული იმ მიზნით, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპს მისი დემოკრატი მეტოქე, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაემარცხებინა.
ამასთან, რობერტ მალერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, სწორედ იმ მოკვლევას ხელმძღვანელობს, რომლიც მიზანიც ამ შესაძლო გავლენის გამოაშკარავება და მტკიცებულებების გამოვლენაა. ამასთან, უნდა დადგინდეს სამართლიანი იყო თუ არა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ჯეიმს კომი, რომელიც მანამდე რუსეთთან დაკავშირებულ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.
ტრამპმა არაერთხელ უარყო ნებისმიერი ტიპის კავშირი რუსეთთან, მაგრამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ფიქრობდა ამ „რუსეთთან დაკავშირებულ საკითხზე“ მაშინ, როდესაც კომის გათავისუფლება გადაწყვიტა. კომის გათავისუფლების მომდევნო დღეს მან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ორ რუს მაღალჩინოსანთან დაიტრაბახა, რომ კომი გაათავისუფლა და მას „შეშლილი“ უწოდა. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, რობერტ მალერი დამოუკიდებელი გამოძიების ხელმძღვანელად დასახელდა, რომელმაც სწორედ ამ კითხვებზე უნდა მონახოს პასუხები.
https://www.amerikiskhma.com/a/new-report-r...ds/4063081.html„ტვიტერმა“ ე.წ. რუსეთის ტროლების კიდევ ათასობით ანგარიში აღმოაჩინა
access_time2018-01-21 11:11:26
სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ წარმომადგენლებმა ე.წ. რუსეთის ტროლების კიდევ ათასობით ანგარიში აღმოაჩინეს, რომლებიდან 2016 წელის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ინფორმაციის გავრცელება ხდებოდა.
როგორც „ტვიტერის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, მას შემდეგ, რაც ნოემბერში ისინი კონგრესის წინაშე წარდგნენ, აღმოჩენილია რუსეთის ტროლებთანდაკავშირებული კიდევ 13 512 ანგარიში. ამგვარად, საერთო რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.
„ტვიტერის“ ახალი კვლევის თანახმად, სანქტ-პეტრბურგში მდებარე „ინტერნეტ კვლევების სააგენტოსთან“ იგივე „ტროლების ქარხანასთან“ არის დაკავშირებული არა 1 062, როგორც აქამდე იყო ცნობილი, არამედ 3 814 ანგარიში. აღნიშნული ანგარიშებიდან საერთო ჯამში დაახლოებით 176 ათასი შეტყობინება გაიგზავნა.
ამერიკული კომპანიის მონაცემებით, ამ ანგარიშებიდან გავრცელებული ინფორმაცია, როგორც წესი, მიზნად ისახავდა აშშ-ში პოლიტიკურ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გაღვივებას.
კომპანია „ტვიტერში“ აცხადებენ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას მიაწვდიან დაახლოებით 700 ათას მომხმარებელს, რომლებსაც ზემოაღნიშნულ ანგარიშებთან ჰქონდათ ინტერნეტით კონტაქტი.
http://www.commersant.ge/?view=post&id=137611&lang_id=geპ.ს ამათმა ამდენმილიონიანი უმდიდრესი ამერიკის მოსახლეობა დააღლევეს და აქ ჩვენ ბედოვლათებს რას უშვებიან წარმოიდგინეთ
This post has been edited by levanius7 on 23 Jan 2018, 11:58