მაგ ციგნებზე გამახსენდა
თბილისელი არ ვარ მაგრამ მიწევს ხოლმე ჩამოსვლა
კაი ხნის ამბავია ჩამოვედი და უკან ვბრუნდებოდი
გამეჩითა ერთი საატები ქონდა აჩურჩხული და რატომღაც
ერთი მომეწონა , მეთქი რა ღირს (მერე ვინანე რამ მაკითხინა მეთქი)
15 ლარიო,, არა არ მინდა მეთქი
წაიღე 10შიო მაგარიაო ასეა ისეაო
ვიწევ მარშუტკისკენ და არ მეშვება ეს ჩემისა
რა გაახურე წაიღე 7ში რაღა გინდაო
ვა არ მინდა ძალაზე ხარ მეთქი? ერთი მოდი აქო ლამის ნახევარი ამრშუკტიდან გამიყვანა
კაროჩე გეტყობა თვალებზე ნაღდი მყიდველი რომ ხარ და წაიღე 5 ლარში ამის დედაცო
მეთქი ბილეთი ავიღე და კაპიკი არ დამრჩა პროსტა გკითხე და ვსიო მეთქი
ახალგაზრდა კაცს მაყუთი არ გაქო
ნუ მაქვს 3 თუ 4 კლარია მეთქი
სად გაქვსო აგერ მეთქი და ავუჩხრიალე წინ 3 ლარი და
ხომ გითხარი ნაღდი მყიდველის თვალები გაქო და 3 ლარში თავად შემაბა ხელზე და შემაგდო მარშუტკაში
P.S. წამოვედი და გორში მოსვლამდე გაჩერდა ეს საათი
სულ დედის შიგნეულობა ვუწირეხე იმ ჩემისას
ეხლა რომ გამახსენდა ციგნები და მათი საათი მეცინება მაგ ამბავზე