ვინც ნარკოტიკების ლეგალიზაციას უჭერს მხარს, ყველას ამბობს, რომ ლეგალიზაციის მოთხოვნა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ:
1. ადამიანი თავისუფლალია და მას აქვს უფლება იყოს ნარკომანი, ის მისი სხეულია და რასაც უნდა იმას უზამს, რომ მას უნდა შეეძლოს ლეგალურად იყიდოს ნარკოტიკი და თავის სახლში ან სადმე სხვაგან, არა საზოგადოების თავშეყრის ადგილზე მოიხმაროს ის. ის შეიძლება არ ჩაითვალოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, მაგრამ მას აქვს უფლება იყოს ნარკომანი.
2. ლეგალიზაციის შემთხვევაში ნარკომნების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება, რაც კარგია ქვეყნისთვისო.
ხოდა თუ მართლა ეს არის ლეგალიზაციის მოთხოვნის მიზანი და არა ნარკოტიკის კიდევ უფრო პოპულიზაცია და გავრცელება, მაშინ მე მოვითხოვ რომ სახელმწიფომ მიიღოს შემდეგი ზომები და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვან ყველა ნარკოტიკის ლეგალიზაცია:
1) უნდა აიკრძალოს ნარკოტიკის ყველანაირი პოპულარიზაცია და უნდა ისჯებოდეს უმკაცრესად, სისხლის სამართლის კოდექით.
2) სავალდებულო უნდა გახდეს ყველა საგანმათლებლო დაწესებულებაში რამდენიმე საათი დაეთმოს ანტინარკოტიკულ ლექციას.
3) ყველა ნარკომანს კანონმა უნდა დაავალდებულოს რეგისტრაციის გავლა ნარკოლოგიურ სამსახურში.
რომლებსაც შემდგომ აეკრძალებათ:
ა) საპასუხისმგებლო სამსახურში მუშაობა
ბ) საშუალო,უმაღლესი, ან პროფესიული განათლების მიღება
გ) სამედიცინო საბუთის"ფსიქოს" აღება, რის გამოც ვერ გაიფორმებენ ვერანაირ იარაღს, ვერ აიღებენ მართვის მოწმობას და ა.შ.
თუ ნარკომანი იტყვის რომ მან თავი დაანება ნარკოტიკების მოხმარებას და მას საკუთარი თავის რეგისტრაციიდან მოხსნა სურს, მას უნდა ქონდეს ვალდებულება, რომ 1 წლის განმავლობაში, თვეში ერთხელ იაროს ნარკოლოგიურში და ჩააბაროს ნარკოტესტი. მხოლოდ ამის შემდეგ მოიხსნას ის რეგისტრაციიდან.
თუ რომელიმე ნარკომომხმარებელი დამალავს ნარკოტიკების მოხმარებას და არ გაივლის რეგისტრაციას, მისი გამოვლენის შემთხვევაში დაეკისროს კაი მსუყე ჯარიმა და ავტომატურად მოხდეს მისი დარეგისტრირება. განმეორებით შემთხვევაში კი 3 წელი ციხე. ანუ თუ იგივე ადამიანი გაივლის 1 წლიან ტესტირებას ნარკოტესტზე და შემდგომ ის მოიხსნის თავს რეგისტრაციიდან და ამის შემდეგ კვლავ ფარულად დაიწყებს ნარკოტიკების მოხმარებას.
პ.ს. სახელმწიფომ გააკეთოს ეს ყველაფერი და მე ვიქნები პირველი თანახმა ნარკოტიკების ლეგალიზაციის. ანუ ნარკომანობა უნდა იქნეს შედარებული ბომჟობასთან და ნამდვილად ყველა ადამიანს უნდა ქონდეს უფელება აირჩიოს მან ბომჟური ცხოვრება. ესეთი მიდგომა ნამდვილად შეამცირებს მომხმარებლების რაოდენობას, სხვა შემთხვევაში კი მათი რაოდენობა გაიზრდება.
მაგრამ ლეგალიზაციის მომხრეებს არ მოსწონთ ესეთი მიდგომა და ზუსტად აქ ვლინდება მათი სიცრუე, რომ რეალურად მათ სურთ ნარკოტიკების პოპულარიზაცია და არა პირიქით.
ეგენი არიან ნარკოგამსაღებლების მიერ დაქირავებული ხალხი, რომლებიც ლეგალიზაციით ცდილობენ ნარკობაზრის გაფართოვებას, ვინაიდან თუ ნარკოტიკის მოხმარებაზე ციხეა, ნარკოტიკის გასაღებაზე ციხეა, ესეთ დროს ნარკომოხმარების ბაზარი ძალიან მცირეა და სარისკოა, ამიტომ ნაკლებად მომგებიანია.
ხოლო როდესაც მოხდება ბაზრის დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია, მაგ დროს პოტენციური მომხმარებელიც რამდენჯერმე გაიზრდება, უფრო ადვილად გაუწევენ პოპულიზაციას და უფრო ადვილად შეაცდენენ ახალბედებს რომ შესვან ნარკოტიკებზე. ვინაიდან მათ აღარ ექნებათ შიში მრავალი წლით ციხეში ჯდომის.
პ.ს.ს. ანუ მათ ლეგალიზაციასთან ერთად, პარალელურად უნდათ ნარკოტიკების პოპულარიზაციაც, მხოლოდ ესეთ შემთხვევაში აქვს მათთვის ლეგალიზაციის მოთხოვნას აზრი, სხვა შემთხვევაში მათ ნარკოტიკი ლეგალური იქნება თუ არა საერთოდ არ აინტერესებთ.
და დასკვნები თავად გააკეთეთ, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი
This post has been edited by tb-seli on 24 Jan 2018, 15:44