#52054070 · 24 Jan 2018, 17:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს
"ჩაქვში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 6 მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ ზურაბ პატარაძემ მას შემდეგ მიჰყიდა, როცა ამ ხეების ამოღება უკვე დაწყებული იყო. ხეები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.
ხეების მოჭრა-ამოღებაზე „ბათუმელები“ მიმდინარე წლის 11 იანვარს წერდა. მას შემდეგ აჭარის მთავრობისგან ვითხოვდით დოკუმენტს, თუ რის საფუძველზე იღებდნენ მრავალწლოვან ხეებს ჩაქვში. დოკუმენტი მთავრობამ მხოლოდ დღეს, 24 იანვარს მოგვაწოდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანება ხეების პირდაპირი მიყიდვით გასხვისებაზე 2018 წლის 18 იანვრითა არის დათარიღებული. „ბათუმელები“ 17 იანვარსაც წერდა, რომ ჩაქვში ხეების ამოღება-გატანა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ანუ უკანონოდ მიმდინარეობდა.
„ბათუმელები“ საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსაც დავუკავშირდით, თუმცა დეპარტამენტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ რეაგირებას მხოლოდ ტვირთის, ამ შემთხვევაში ხის, ტრანსპორტირებისას მოახდენენ – თუ რამდენად იქნება ხის გადატანა კანონიერი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით ხეები ჩაქვიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაიტანონ."
წყარო: ნეტგაზეთი
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
|