აი,ეს მაგიჟებს რა! ან როგორ ყიდულობენ ასე გამოფენილ ჩურჩხელას,არ მესმის.
მინდა ხოლმე თქმა,მაგრამ ვერ ვრისკავ,ისეთი სახეები აქვთ,შეიძლება მცემონ!
ერთხელ,შოთის პური ვიყიდე თონეში,ჰოდა,მაწვდის მცხობელი დაფხრეწილი
გაზეთის ფურცელს,ვითომ ამით დაიჭირეო.ვერ მოვითმინე და აპ,აპ,აპ,
რასაა რომ მთავაზობ,ამისთანა რა გაგიჭირდათ-მეთქი,თან პატარა ლექციაც ჩავუტარე.
როგორ ეწყინათ,სახეზე უკმაყოფილება შეეტყოთ,თუმცა არ გამლანძღეს.