მინდა კიდევ ერთ ძალიან პერსპექტიულ ქოინზე გავხსნა თემა. იმედი მაქვს ჩემ გარდა კიდევ ვინმეს ექნება შეძენილი

POE ქოინი შეიქმნა 2017 წლის პირველ სექტემბერს. მისი შექმნის მიზანია გამომცემლობების და სხვადასხვა მედია საშუალებების მუშაობის გამარტივება. ძირითადად ლიცენზიების მიღება-გაცემას ეხება. ანუ ზოგადად media-publishing-თვის შეიქმნა.
ძირითადი პლიუსი არის მისი მცირე რაოდენობა. გამოშვებულია 2.2 მილიარდი POE ქოინი და მაქსიმუმ 3.2 მილიარდი იქნება მიმოქცევაში. დამეთანხმებით და საკმაოდ მცირე რაოდენობაა. ამჟამად ერთი POE ქოინის ფასი 9-10 ცენტი ღირს, თუმცა 2017 წლის ბოლოს 25 ცენტიც ღირდა.
ასევე დიდი პლიუსია შემქმნელი გუნდი. როგორც ირკვევა, ძალიან გამოცდილი ხალხი უდგას უკან ამ ვალუტას. გარდა შექმნელებისა, ასევე მხარდამჭერებიც უხვად ყავს. ანტონი დილორიო (Jaxx), რიჩარდ ტიტუსი (RAZORFISH, BBC, SAMSUNG), სტივენ დაჰი (ETHEREUM, SMARTWALLET), მაიკ ჯერმანო (VICE MEDIA), ჯერემი გარნერი (AUGUR, BLOCKCHAIN EDUCATION NETWORK), ჯეიმს ჰეკმანი (MAVEN, YAHOO, MYSPACE), გრეგ კლეიმენი (VIACOM, FOX, VIMEO), ჯეფ გარზიკი (BLOQ), ესტებან ორდანო (PROOF OF EXISTENCE, STREAMIUM, DECENTRALAND), ჯეიმს გონგი (CHAINB), დევიდ ლი (BLOCK ASSETS) - ეს იმ ხალხის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამ ქოინს ფლობს და მხარს უჭერს.
https://coinmarketcap.com/currencies/poet/
ერთხელაც მკითხავ, ყოველდღიურად ვსვამ ლუდს თუ მხოლოდ შაბათობით ... მე გეტყვი, რომ შაბათობით ... შენ კი წახვალ, ისე წახვალ რომ ვერც გაიგებ, რომ ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც შაბათია, ოთხშაბათიც შაბათია ...