#51696970 · 20 Nov 2017, 00:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ninito-91
თურქეთის კლინიკაზე, სამწუხაროდ, ვერაფერს გირჩევთ, მაგრამ
QUOTE | სპეციალისტი რომელიც გვინდა, თირკმლის უკმარისობით გამოწვეული ნივთიერებათა დარღვევებს რომ მკურნალობდეს, კონკრეტულად კი ძვლის პრობლემებს. რომელ საავადმყოფოს გვირჩევდით? გვჭირდება ენდოკრინოლოგიასა და ნეფროლოგიას შორის მომიჯნავე სპეციალისტი, სახელიც არ ვიცი რა ჰქვია ასეთ ექიმს.. |
ასეთი ექიმი არ არსებობს, იმიტომ, რომ თირკმელს, თავისთავად, ენდოკრინული ფუნქცია არ აქვს. კონკრეტულად, რა დარღვევას გულისხმობთ? თუკი ოსტეოპოროზზეა ეჭვი, მაგას ორთოპედ-ტრავმატოლოგი სჭირდება, ჩემი აზრით. თუ ქალია პაციენტი, მაშინ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგიც შეიძლება, რომ ჩაერთოს, ხოლო, თუ თირკმლის დაავადება აქვს, მაშინ ცალკე უნდა იმკურნალოს თირკმელზე ნეფროლოგთან და ცალკე-ძვლის მდგომარეობას მიხედოს ორთოპედთან.
This post has been edited by Solveig on 20 Nov 2017, 00:50
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|