ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?
საქართველო, თბილისი - 15:02 | 26.01.2018ნანახია: 3239
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს.
,,თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტობისთვის მზაობას გამოთქვამს, მე პირადად, მივესალმები“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე შეფასებით, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, პიროვნულად, ითამაშა უდიდესი როლი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში. ვინც ამას ხედავს დიდ პატივს სცემს მის ღვაწლს. პრემიერის პოსტზე ყოფნიდან ერთი წლის შემდეგ, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი ეთქვა პოლიტიკაზე, მაგრამ თუ ის ამის მზაობას გამოთქვამს, მე პირადად, მხოლოდ მივესალმები, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - განაცხადა ლევან იზორიამ, მმართველი გუნდის მიერ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შესახებ საუბრისას.
http://primenewsgeorgia.ge/com/news/view/23095თუ გადაწყვიტა,ვის უნდა ებრძოლოს ეგ არის საინტერესო.