მოგესალმებით,
ჩემი აზრით ერთი თემა უნდა იყოს ICO-ების შესახებ.
ამ თემაში მინდა დავწეროთ ICO-ები, რომლებზეც ვფიქრობთ რომ ფასი გაეზრდება, რომლებშიც ინვესტიციას ვდებთ. უბრალოდ გთხოვთ რომ არ გახდეს ეს თემა ჩვეულებრივი რეფეერალების თემა. დავწეროთ ICO-ები რომლებშიც ვდებთ ინვესტიციას და ავხსნათ თუ რა უნდა გააკეთოს ამ ტოკენმა ან კოინმა, როდესაც ico დამთავრდება და ვისჯელოთ ამის შესახებ.
რასაც ვაკვირდები თითქმის ყველა ico რაშიც ინვესტიცია ჩამიდია ან მიფიქრია რო ჩამედო ინვესტიცია მინიმუმ ორჯერ გაზრდილა, ამიტომ ვფიქრობ რომ ყველასთვის საჭირო თემაა, ყველას გვინდა ფულის შოვნა, ამიტომ დავეხმაროთ ერთმანეთს და ვურჩიოთ თუ რაში ჩავდოთ ფული.
უბრალოდ ყველას და პირველ რიგში დამწყებებს მინდა გითხრათ, რომ არაფერში არ ჩადოთ ისეთი ფული რომლის დაკარგვისთვის არ ხართ მზად.
ეხლა კი ვეცდები აგიხსნათ რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ კარგი ICO. პირველ რიგში უნდა მოგვეწონოს ის ბიზნეს იდეა რასაც ეს ტოკენი/კოინი ემსახურება, წავიკითხოთ whitepaper. ამის შემდეგ უნდა დავინახოთ იმის აუცილებლობა რომ ეს ტოკენი/კოინი არის საჭირო და გამოყენებადი. შემდეგ მნიშვნელოვანია თუ სულ რამდენი ტოკენი/კოინი შეიძლება იყოს, რაც უფრო ცოტაა მით უკეთესია. ამის შემდეგ უნდა ვნახოთ ამ ტოკენის/კოინის გუნდს რა გამოცდილება აქვს, აგრეთვე როგორი მარკეტინგი აქვთ და რამდენად ცნობილია მსოფლიო მასშტაბით.
თუ მოგვეწონა რომელიმე ico ამის შემდეგ უნდა მოვძევნოთ ამ ico-ების შეფასებები საიტებზე, როგორიც არის მაგალითად
https://icobench.com/ და
https://icorating.com/ თუ ამ საიტებზეც კარგი შეფასება აქვს ამ ico-ს უკვე შეგვიძლია თამამად ჩავდოთ ინვესტიცია და დაველოდოთ შედეგს როდესაც ეს ტოკენი/კოინი დაიდება ბირჟებზე.
მალე დავწერ ისეთ ico-ს რომელშიც ვფიქრობ ინვესტირებას და ვიმსჯელოთ.
წარმატებას გისურვებთ ყველას!