გაგიმარჯოთ ყველას!
ერთი ბრადიაგა ვოკალისტი ვარ და მინდა ქართული ანდეგრაუნდ ჯგუფის შეკრება.
ვეძებ კარგ "სასტავს" მუსიკოსებს ვისაც აქვს ცოტა თავისუფალი დრო ვარჯიშებისთვის და გუნდში დაკვრის სურვილი.
მიზნები მაქვს სერიოზული და მათ მისაღწევად ბევრი შრომა იქნება საჭირო, "ბევრი შრომა" არ გულისხმობს ან სამშენებლო მასალების თრევას სარეპეტიციო ბაზის ასაშენებლად და გასარემონტებლად, ან ტყეში ხის მასალის მოპოვებას ინსტრუმენტების და სხვა აპარატურის შესაქმნელად, არა მეგობრებო, ყველაფერი ეს მზადაა და არანაირი ნერვიულობა ამ თემაზე

შრომაში ვგულისხმობ, რომ ვაკეთოთ ის რაც გვსიამუვნებს, შევქმნათ მუსიკა და დავიხარჯოთ ინტელექტუალურად, ორიგინალური იდეების განხორციელებისთვის.
ვისაც ნამდვილად დაგაინტერესდათ და თვლით, რომ ეს ყველაფერი გჭირდებათ, ძალიან მოხარული ვიქნები თუ მომწერთ თქვენს შესახებ: 1) რა ინსტრუმენტზე უკრავთ, 2) როკის რომელი ჟანრი მოგწონთ ყველაზე მეტად და 3) თუ გაქვთ რამე იდეები, რომლებიც დაეხმარება ჯგუფს წინსვლაში.
გისურვებთ წარმატებებს