“რადიო თავისუფლების” სათავო ოფისის მენეჯმენტი ქართულ სამსახურს”რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებს და სამსახურის დირექტორის, დავით კაკაბაძის სამსახურიდან დათხოვნას ცდილობს – ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს BBGWatch, რომელიც აშშ–ის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების შესახებ წერს.
BBGWatch იუწყება, რომ “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ჟურნალისტები ჩივიან, რომ ღია, კოლეგიური დისკუსიის ნაცვლად ისინი მენეჯმენტის მხრიდან გაუმჭვირვალე კრიტიკის სამიზნე არიან ანონიმური “ექსპერტების” საშუალებით. მენეჯერები აცხადებენ, რომ ამ “ექსპერტებთან” თანამშრომლობენ, თუმცა მათი ვინაობა სამსახურისთვის უცნობია.
“მმართველობის ამგვარი სტილი კომუნისტური იუგოსლავიის, ან საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მედიისთვის უფროა დამახასიათებელი, მაგრამ არაა დამახასიათებელი აშშ–ის გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებული “რადიო თავისუფლებისა” და მმართველთა სამაუწყებლო საბჭოსთვის. ეს არის ძლიერი სამხილი იმისა, რომ რადიო თავისუფლების მენეჯმენტი განაწყენებულია ქართულ სამსახურზე “რუსთავი 2″–თან თანამშრომლობაზე დაუთანხმებლობის გამო და სამსახურს დირექტორის [დავით კაკაბაძის] დათხოვნას ცდილობს”, – წერს BBGWatch 22 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში.
BBGWatch არის კერძო მედიასაშუალება, რომელსაც ყოფილი და მოქმედი საერთაშორისო ჟურნალისტები მართავენ. ისინი ანაზღაურების გარეშე, მოხალისეობრივად მუშაობენ და ცდილობენ, კონტროლი გაუწიონ ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას საზღვარგარეთ. ასეთი მედიასაშუალებებია “რადიო თავისუფლება”, “ამერიკის ხმა”.
გამოცემა იუწყება, რომ არაერთმა წყარომ ვაშინგტონიდან და თბილისიდან შეატყობინეს, რომ “რადიო თავისუფლების” მთავარი მენეჯმენტის ზეწოლა რადიოს ქართულ სამსახურზე გამოწვეულია იმით, რომ სამსახური ეწინააღმდეგება ხელმძღვანელობის სურვილს, ითანამშრომლონ “რუსთავი 2″–თან.
“თბილისიდან გვაცნობეს, რომ “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურს ჟურნალისტებს კარგად ესმით, რომ თანამშრომლობა, რომელსაც ისინი ეწინააღმდეგებიან, უფრო დიდ აუდიტორიაზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს, თუმცა “რადიო თავისუფლების” ქართველი მაუწყებლები ამბობენ, რომ უმთავრესად მნიშვნელოვანია დაიცვან სანდო და მიუკერძოებელი მედიასაშუალების რეპუტაცია. “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ასრულებს მნიშვნელოვან როლს მედიაგარემოს პოლარიზაციის შენარჩუნებაში. აშშ–ის გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებული მედიასაშუალება არ უნდა იყოს დაკავშირებული მსგავს პარტიულ მედიასაშუალებებთან”, –წერია BBGWatch–ის წერილში, რომელიც 22 იანვარს გამოქვეყნდა.
სტატიის მიხედვით, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან იმ არგუმენტით, რომ ეს თანამშრომლობა რადიოს სანდოობას დაუკარგავს. გამოცემამ მიუთითა, რომ “რუსთავი 2” ბევრისთვის მიიჩნევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფ ტელევიზიად.
“რუსთავი 2″–თან და კიდევ ერთ ადგილობრივ ტელევიზიასთან თანამშრომლობით დაინტერესებულია “რადიო თავისუფლების” ვიცეპრეზიდენტი ნენად პეჯიკი, წერია სტატიაში. გამოცემა იუწყება, რომ რადიო თავისუფლების ქართულენოვანი სამსახურის ჟურნალისტებმა, სამსახურის ხელმძღვანელ დავით კაკაბაძესთან ერთად, წერილობით მიმართეს მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ლანსინგს და მის მოადგილეს, ჯეფ ტრიმბლს.
მმართველთა სამაუწყებლო საბჭო არის აშშ–ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც სუპერვიზიას უწევს ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ უცხოეთში მომუშავე მედიასაშუალებებს: “ამერიკის ხმას”, “რადიო თავისუფლებას”, “რადიო–ტელევიზია მარტის”, “რადიო თავისუფალ აზიას”, “შუა აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელს”.
BBGWatch–ის ცნობით, ჟურნალისტებმა წერილში მიუთითეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რადიო თავისუფლების მენეჯმენტის მხრიდან ქართულ სამსახურზე გაიზარდა ძალდატანება, უსამართლო მოპყრობა და თავდასხმები.
BBGWatch აკრიტიკებს “რადიო თავისუფლების” დირექტორს, თომას კენტს და მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს დირექტორ ლანსენს სუსტი მმართველობისთვის. მედიასაშუალება წერს, რომ პრაღაში, “რადიო თავისუფლების” სათავო ოფისში არსებული კრიზისი 2012 წელს შექმნილი კრიზისის გაგრძელებაა, როდესაც “რადიო თავისუფლების” რუსულენოვან სამსახურში დაიწყო მასობრივი დათხოვნები.
“მსგავსი სცენარი, დიდად მოსალოდნელია, რომ კვლავ გათამაშდეს რადიო თავისუფლებაში”, – წერს მედიასაშუალება.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია “რადიო ფარდას”, “რადიო თავისუფლების” ირანულენოვან სამსახურში შექმნილ კრიზისზე. “რადიო ფარდას” აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის იმეორებს ირანის რეჟიმის პროპაგანდას. ასევე მითითებულია, რომ “ამერიკის ხმამ” დაკარგა სანდოობა ჩინეთში, დირექტორის ამანდა ბენეტისა და სხვა ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების შედეგად.
BBGWatch–ს მიაჩნია, რომ მაუწყებელთა საბჭო უძლურია, წინ აღუდგეს ამ ტენდენციას. სტატიაში მითითებულია, რომ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები, რომლებიც ღელავენ მედიასაშუალების მისიაზე, აცხადებენ, რომ ახლა უპირატესობა სოციალური მედიის “მოწონებებს” ენიჭება. ისინი ამბობენ, რომ მენეჯერების სურვილი, მეტი რეიტინგი მოიხვეჭონ, საფრთხეს უქმნის “რადიო თავისუფლების”, “ამერიკის ხმის” და სხვა მედიების ავტორიტეტს საქართველოში, ირანში, რუსეთსა და ჩინეთში.
http://netgazeti.ge/news/247190/BBG Watch has learned from multiple sources in Washington, DC and Tbilisi, Georgia that senior management of Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL) is putting pressure on its Georgian Service to affiliate with a domestic private Georgian television channel Rustavi 2. They say that the Georgian Service is strongly resisting these attempts, arguing that it would destroy RFE/RL’s objectivity and lead to loss of credibility in Georgia. Rustavi 2 is perceived by many Georgians as being under the influence of the former ruling party, the United National Movement, and former President Mikheil Saakashvili who has left Georgia and is wanted by the new government on multiple criminal charges, which he dismisses as politically motivated.
Sources in Washington and Tbilisi have told BBG Watch that RFE/RL Vice President and Editor-in-Chief of Programming Nenad Pejic is among the senior managers of U.S. taxpayer-funded station who is behind the push to affiliate RFE/RL Georgian Service with Rustavi 2 and another local Georgian channel.
Sources also told BBG Watch that the entire Georgian Service has united in support behind their director David Kakabadze in resisting these attempts from senior management. In an unusual display of desperation and discontent, Georgian Service journalists wrote a memo to Broadcasting Board of Governors (BBG) CEO John Lansing and his deputy Jeff Trimble, in which they complain of being exposed to growing intimidation, unfair treatment and attacks from RFE/RL management for over a year. Such solidarity is rare in the agency where managers are known for their vindictiveness.
Such firm solidarity of RFE/RL language service staff also appears to be another indication of poor leadership on the part of RFE/RL President Thomas Kent, who was selected by John Lansing but failed to establish a strong presence, just as John Lansing failed to become a leader at the BBG and relies instead on a group of ineffective and unpopular managers. The current crisis in Prague, Czech Republic, where RFE/RL has its headquarters, is reminiscent of the implosion in RFE/RL’s former leadership which preceded the mass firing of Radio Liberty Russian Service journalists in Russia in 2012. The earlier incident led to the eventual replacement of many senior RFE/RL executives, but not Nenad Pejic, and rehiring of most of the previously dismissed staffers after top Russian opposition figures, including former President Mikhail Gorbachev, politician Boris Nemtsov, human rights activist Lyudmila Alexeeva and others, came to Radio Liberty journalists’ defense. The same scenario appears to ready to replay itself again at RFE/RL.
The leadership vacuum now also extends to the Broadcasting Board of Governors, the scandal-plagued parent agency of RFE/RL and the Voice of America (VOA). Two well-known Iranian human rights activists, Mariam Memarsadeghi and Akbar Atri, said in a recent op-ed in The Hill that “Voice of America Persian Service should be resuscitated from its deplorable state,” echoing a similar call in The Wall Street Journal editorial to reform the Broadcasting Board of Governors, still managed by John Lansing, a holdover official from the Obama administration. The Wall Street Journal called the BBG “slow and backward.”
There has also been strong criticism from anti-regime Iranians of Radio Farda broadcasts to Iran, which managed and operated by RFE/RL. Iranian critics accuse RFE/RL of repeating Iranian regime’s propaganda. Meanwhile, the Voice of America has lost much of its credibility in China as a result of decisions by VOA director Amanda Bennett and other senior VOA managers. All of this happened under the watch of BBG CEO John Lansing and his deputy Jeff Trimble.
In another indication of an institution in crisis, the BBG continues to have some of the lowest employee morale in the federal government. Jeff Trimble has been with the agency for many years with prior service at RFE/RL, while John Lansing, who came to the BBG in 2015, has had no prior experience in managing federal workforce, or prior experience in foreign policy, U.S. international broadcasting or U.S. public diplomacy. Before joining BBG, Lansing was a private cable company executive and managed commercial stations.
VOA and RFE/RL journalists who care about the agency’s mission say that some managers openly state that the number of social media likes now comes before the mission. They also say that the top management’s push for ratings over mission threatens the credibility of BBG-managed media outreach to countries such as Georgia, Iran, Russia, and China.
A highly-respected Eurasia expert consulted by BBG Watch said that “RFE/RL Georgian Service needs to maintain impartiality and that any affiliation with Rustavi 2 would be a serious blow.” Another top Eurasia expert said that such mistreatment of non-Russian services has become “standard fare” for RFE/RL management, which looks as if it is trying to destroy the service’s objectivity.
Evidence of poor leadership and poor management on the part of senior executives is reflected in the memo the RFE/RL Georgian Service wrote last week to John Lansing and Jeff Trimble. RFE/RL journalists complained that instead of open and collegial discussions, the Georgian Service is systematically being subjected to non-transparent criticism coming from certain “media experts” in Georgia, with whom their management says they are consulting but whose identities are not revealed to the service. This kind of style of management would be more typical of a state media outlet in former communist Yugoslavia or the former Soviet Union than at U.S. taxpayer-funded RFE/RL and at the Broadcasting Board of Governors.
There is strong evidence that RFE/RL’s management is unhappy that the Georgian Service is opposed to affiliating with Rustavi 2. Our sources in Washington and Tbilisi told us that pressure is being put on the service director to step down. Under John Lansing’s and Jeff Trimble’s watch, VOA’s senior leaders have been trying to fire three VOA Mandarin Service journalists, including the service chief, for opposing their disastrous decision to shorten a live interview last April with Chinese whistleblower Guo Wengui.
None of this bodes well for RFE/RL journalists and their attempts to defend the mission and independence of RFE/RL journalism.
RFE/RL Georgian Service journalists understand perfectly well that partnerships, which they oppose, would have allowed them to benefit from increased audience share, our sources in Tbilisi said. But RFE/RL Georgian broadcasters insist that what is of paramount importance to them is to protect their reputation as a trusted and, most importantly, unbiased media outlet. RFE/RL Georgian Service journalists point out that in Georgia’s media environment, some domestic Georgian media channels play key roles in the constant reproduction of partisanship and polarization and U.S. taxpayer-funded media should not be linked with such partisan outlets.
http://bbgwatch.com/bbgwatch/managements-p...rgian-programs/აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის ქართველ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ რადიოში მუშაობის პერიოდში ხშირად უწევდა მენეჯმენტთან დაპირისპირება, რათა არჩევანი ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გაეკეთებინათ და სიმართლის თქმის უფლებისთვის ებრძოლათ.
„ნეტგაზეთი“ ხადიჯა ისმაილოვას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მახსოვს პერიოდი, როცა „ამერიკის ხმა“ ცდილობდა სახელმწიფო ტელეკომპანია „AzTv“-სთან აფილირებას(თანამშრომლობას). მაშინ ვაშინგტონში, სათავო ოფისში ვმუშაობდი. დირექტორმა დაბლოკა ინტერვიუ სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, რომელშიც ის კოლექტივის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ “AzTv”-ს ეს არ მოეწონებოდა. ეს ჩემთვის აღმოჩნდა გადამწყვეტი, დამეტოვებინა სამსახური.
შემდგომ, 2008 წელს „რადიო თავისუფლებამ“ ფარდა ახადა არჩევნების გაყალბების საქმეს და დაიწყო უმაღლესი დონის კორუცფიის გამოძიებათა გამოქვეყნება, გვაფრთხილებდნენ მოსალოდნელი შედეგების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ არ შევწყვეტდით და საბოლოოდ, ლიცენზია დავკარგეთ. ჩვენ ავირჩიეთ ჟურნალისტიკა. ადგილობრივმა ტელევიზიებმა, რომელთაც არ აირჩიეს ჟურნალისტიკა, დაკარგეს ნდობა და შემდგომ ასევე დაკარგეს ლიცენზია. ისინი ყოველთვის ითხოვდნენ მეტ “ლოიალობას”, რაც ჯამში, მორჩილებას ნიშნავს. მახსოვს “რადიო თავისუფლების” უფროს მენეჯერთან კამათის რთული პერიოდი “რადიო აზადლიქის”(“რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული ბიურო) პოზიციასთან დაკავშირებით. ისინი იშვიათად ირჩევდნენ ბრძოლას სიმართლის თქმის უფლებისათვის, თუ ჟურნალისტები ამას დაჟინებით არ მოითხოვდნენ. ჩვენ მოვითხოვეთ, ისინი დაგვთანხმდნენ.
ჩვენ ვაქციეთ „რადიო აზადლიქი“ ნომერ პირველ ახალი ამბების ონლაინ წყაროდ, გადამზადებული ჟურნალისტებითა და ინჟინრებით და აუდიოდან მულტიფუნქციურ გუნდად ვიქეცით. ჩვენ გვქონდა პერსონალური და საერთო მარცხები, მაგრამ არასდროს დაგვითმია სანდოობა და ჟურნალისტიკა. ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებდით ჩვენსავე დაცვას, რადგან ბიუროკრატია არ აძლევდა მენეჯმენტს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების საშუალებას. და სწორადაც ვიქცეოდით. “რადიო აზადლიქი” ყველაზე კარგი რამ იყო, რაც ამერიკას აზერბაიჯანელებისთვის გაუკეთებია და ახლაც ასეა. მე დავტოვე “რადიო თავისუფლება”, როცა მივხვდი, რომ ჩემთვისაც და ჟურნალისტებისთვისაც რთული იყო, გვეიძულებინა მენეჯმენტი(რომლის წევრთა უმრავლესობას კარიერული კრიზისი აქვს), რომ ჩვენთვის მოესმინა.
გამაგრდით ჩემო ქართველო კოლეგებო, არ დათმოთ ჟურნალისტიკა. პრაღაში მყოფი მენეჯერებისგან განსხვავებით, ეს თქვენთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის – ეს უფლებაა, თქვათ სიმართლე“.
http://netgazeti.ge/news/247745/რადიო “თავისუფლები” ქართული სამსახური ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ბოლო დღეებში რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს მოგვმართავენ ჩვენი ერთგული აუდიტორიის წარმომადგენლები თხოვნით, განვუმარტოთ ჩვენი რედაქციის გარშემო შექმნილი ვითარება. ვრჩებით რა მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპების ერთგული, თავს ვალდებულად ვთვლით, მოკლედ გიამბოთ ბოლო პერიოდის მოვლენებზე.
მას შემდეგ, რაც 2017 წლის ივნისში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ აღარ გაგვიგრძელა კონტრაქტი ორი ყოველკვირეული გადაცემის, „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW“-ს ეთერში განთავსების თაობაზე, დადგა ალტერნატიული სატელევიზიო პარტნიორების მოძიების საკითხი. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) ხელმძღვანელობისა და ქართული სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა, რამაც – რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად – წარმოშვა მწვავე უთანხმოება სამსახურის დირექტორს, დავით კაკაბაძესა და კომპანიის მთავარ რედაქტორს, ნენად პეიჩს შორის.
უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი რთე/რთ-ის პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე. სამწუხაროდ, წერილის შინაარსმა არასრული ფორმით გაჟონა ინტერნეტში, რის შემდეგაც გაჩნდა ზემოთ ნახსენები შეკითხვები და დაბნეულობა, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან.
რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის თანამშრომლები უდასტურებენ პატივისცემას თავიანთ კოლეგებს და გადაჭრით ემხრობიან იმას, რომ საქართველოს მედიასივრცეში არსებობდეს პლურალიზმი და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები. მაგრამ როცა საქმე პარტნიორობაზე მიდგება, ქართული სამსახურის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკური ძალისგან მაქსიმალურად დისტანცირებულ ტელეარხებთან.
სწორედ ამან განაპირობა რედაქციის გადაწყვეტილება, თანამშრომლობის წინადადებით მიემართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რაზეც მისგან თანხმობა მიიღო. მთელი გულით ვუხდით მადლობას ჩვენს აუდიტორიას და გპირდებით, რომ არსებული კრიზისის დაძლევის შემთხვევაში კვლავაც ჩვენი ორგანიზაციის მისიისა და პრინციპების ერთგული დავრჩებით.
რადიო თავისუფლების ქართული სამსახური
http://netgazeti.ge/news/247979/“რადიო თავისუფლება” აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რადიოს ხელმღვანელობას ქართული სამსახურის დირექტორის დავით კაკაბაძის სამსახურიდან დათხოვნა სურს, შიდა საკითხია და ნეტგაზეთთან კომენტარს არ აკეთებს.
BBGWatch-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “რადიო თავისუფლების” სათავო ოფისს ქართული სამსახურის დირექტორის სამსახურიდან დათხოვნა სურდა. მედიასაშალებამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სათავო ოფისი ქართულ სამსახურს “რუსთავი 2”-თან თანამშრომლობას აიძულებს.
“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, შეესაბამება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს, თუმცა რადიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯოანა ლევისონმა განაცხადა, რომ კომპანია თავის შიდა საქმეებზე კომენტარებს არ აკეთებს.
“არ ვაკეთებთ კომენტარს შიდა საკითხებზე. ეს ჩვენი კომპანიის შიდა საქმეა”, – უთხრა ლევისონმა “ნეტგაზეთს”.